ყივჩაღის მონანიება
ვაი რა ცუდი ყოფილა ცოლზე ქართველის ცილობა
თავქვეშ თოქალო მიდია ათასგან მიჭირს ჭრილობა
ვაი რა მწარე ყოფილა სხვისი მიწისა შვილობა!
ირმისა ტყავსა სანაცვლოდ ჭინჭარში გდება ტიალად,
ხელუკუ ჩამორთმეული ძმურად მოწვდილი ფიალა
მაგრამ თუ ქალმა გაცდუნა მაგრამ თუ გულმა იალა
სისხლმა იყივლა აგჩინჩხლა თივისებრ აგაბრიალა
ხორცი ხოხბისა კი არა პური თავთუხის კი არა
ღვინო ბადაგის კი არა თმის ერთი ღერიც მოგარჩენს
ათასიმც გჭირდეს იარა!
ვაი რა ძნელი ყოფილა ქართველთან ცოლის ცილობა
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა ათასგანა მჭირს ჭრილობა
არის ასეთიც
http://mus.ge/88982192-Gela_Daiauri_-_Mikvarxar.mp3აი ლექსი
მიყვარხარ
გელა დაიაური
კვლავ ლექსებს დაგიწერ,
მაინც ხომ ლექსით ავიცერ,
თვალებს შეგიქებ ღამისფერს,
გეტყვი, რაც ჩემს გულს სჭირს.
მიყვარხარ, მიყვარხარ,
ე, მაგ შავ თვალებს ვფიცავარ,
ბალახი ვარ და მიწა ვარ,
შენ რომ აბიჯებ ის!
ნაბიჯებს, ნაბიჯებს,
ზედ გულზე რატომ მაბიჯებ,
თან ასე რატომ მაგიჟებ
ტრფიალით ხევსურ ბიჭს?!
წამოდი, წამოდი,
ეგრე რად ჯავრობ? რა მოგდის?
მე ხომ სიყვარულს ვლამობდი,
ეგ გული რატომ მსჯის?!
დაგიცდი, დაგიცდი,
და თუ კი ბოლოს გავგიჟდი,
შენს მოტაცებას მაინც ვცდი
პასუხს ვერ მოსთხოვ გიჟს.
გავბედავ, გავბედავ,
ლამაზ თვალებში ჩაგხედავ,
კოცნას დაგიგებ მახედა,
როგორც ნიბლია ჩიტს.
_________________________________
ერთს აჭარულ ვარიანტს დავამატებ სახუმაროდ
დანარჩენი ყველად გილოცავთ მცხეთობას, უფალი გფარავდეთ
****
რიონ აბუსერიძე
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს
სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!.
წავედი ნანებში