ედვარდ სურმანიძე პატიმრობაში რკინიგზაში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით აღმოჩნდა
17:59 - 04.11.2010
edvard_surmanidze.jpgყოფილი პარლამენტარი ედვარდ სურმანიძე პატიმრობაში რკინიგზაში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით აღმოჩნდა.
როგორც "პირWელს" სარწმუნო წყარომ აცნობა, სურმანიძე, როგორც რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რკინიგზაში მიმდინარე პროცესების შესახებ კარგად იყო ინფორმირებული და ძალოვანმა სტრუქტურებმა იგი რკინიგზაში მომხდარი დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით აიყვანეს, ხოლო მისთვის წაყენებული ოფიციალური ბრალდება, კერძოდ, გერმანელი ინვესტორისათვის თანხის გამოძალვა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა "მხოლოდ ნიღაბია, რომლითაც ამ ეტაპზე რკინიგზაში არსებული სერიოზული დარღვევები იფარება".
მისივე აზრით, სურმანიძის შემდეგ კუდ-მა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით რკინიგზის კიდევ ოთხი თანამშრომელი დააკავა, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციას არც საქართველოს რკინიგზის დეპატამენტში და არც გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ.
რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას, სურმანიძე და კიდევ ორი პირი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსული გერმანელი ინვესტორისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მისთვის თანხის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები ბიზნესმენს დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას აიძულებდნენ, რაც თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად სურმანიძე ბრალდებას არ ეთანხმება და გერმანელი ინვესტორის წინააღმდეგ საჩივრით ფინანსთა სამინისტროს მიმართა.
როგორც სურმანიძის ადვოკატი მერაბ გვილავა ირწმუნება, ყოფილი პარლამენტარი გერმანელი ბიზნესმენის წინააღმდეგ საქმის აღძრვას თაღლითობის მუხლით მოითხოვს და აცხადებს, რომ უცხოელმა მას 5 წლის წინ აღებული ვალი არ დაუბრუნა.
იგი ბიზნესმენისთვის სამოქალაქო წესით ვალის გადახდის დაკისრებას მოითხოვს, თანხის ზუსტი ოდენობა კი ამ დროისთვის არ სახელდება.

ე.ი. რაში ყოფილა საქმე, თურმე......
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?