და რა დარჩა საინტერესოა...
მძიმე მრეწველობაში:
-ჩარხებს და დანადგარებს თბილისში; ჩაილურის წყალი დალია
-ელმავლებს ნახალოვკაში; სულდგმულობს და იმედები არის
-გემებს ბათუმში; მოკვდა
-სუ-25 თვითმფინავებს თბილისში; ვარემონტებთ და მოდერნიზაცია ვუკეთებთ ვად თუ კარგათ!
-ღვინოს კახეთსა და რაჭაში; ალბათ ეს ის დარგია, რომელმაც ხარისხში პროგრესი განიცადა.
-სატვირთოებს ქუთაისში; ეგ მკვდარ არ დაიბადა?
-მეტალს რუსთავში; აქ რა ხდება მაინც ვერ გავიგე, რაღაც დვიჟენიები არის ტითქოს
-მარგანეცს ჭიათურაში; იხილე რუსთავი
მსუბუქი მრეწველობა თბილისსა და ქუთაისში... პულსი ფეთქავს
-ციტრუსებს გურიაში; ჰო.... იავი...
-პური ქართლში: აჰ! ბევრი ვერაფერი

მძიმე მრეწველობას სერიოზულად უნდა მივხედოთ, საქართველო არ უნდა ყიდულობდეს მილებს, არმატურებს, ტრაქტორებს, ავტობუსებს, კატარღებს... ასეთ რამეებზე შიდა ბაზრის მოთხოვნა თვითონ უნდა დავაკმაყოფილოთ და ექსპორტზეც უნდა გავქაჩოთ. ნუ სოფლის მეურნეობასი რომ სრული კატასტროფაა-ფაქტია. აქ ძირეული ცვლილებებია საჭირო, აღებ-მიცემობის დონეზე ვდგავართ და აზრზე არა ვართ რას ნიშნავს ფერმერული მეურნეობა. სირცხვილია საქართველოში რძე, კარაქი, ზეთი, ხორცი, ბოსტნეული და ხილი უცხოეთიდან შემოდიოდეს...
ჩემი ოცნებაა საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული იარაღით აღიჭურვოს. ქარტული სამხედრო ტექნიკა, რევოლვერიდან დაწყებული ფრთოსან რაკეტებამდე დამთავრებული. შეიძლება თავიდან არარენტაბელური იყოს, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები სხვა ქვეყნებზე-მოგვყიდიან თუ რუსების შეეშინდებათ.