ახლაც მუშაობენ.
"იზოტოპების ინსტიტუტი" - რა ხდება "რკინის ფარდის" მიღმა
http://banksandfinance.ge/society/1524-izotopebi.htmlჩვენ გთავაზობთ, საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ესაძის ნაამბობს და პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე:
"ჩვენი საქმე არასდროს არ ყოფილა რადიოაქტიური იზოტოპები. ცენტრში ჩვენს მიერ აღმოჩენილია პლუტონიუმ-ბერილიუმის წყარო რომელიც 80-ან წლებში გამოიყენებოდა სამეცნიერო კვლევებში. ამაზე დაიწერა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. საკუთრივ პლუტონიუმის წარმოება შეიძლება მხოლოდ ატომურ რეაქტორში, სპეციალური მიზნებისთვის და სპეციალური დანიშნულებისთვის. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი დაფუძნდა 1962 წელს როგორც სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილება და ასეთად რჩებოდა 1970 წლამდე. მაშინაც კი პლუტონიუმის წარმოება საქართველოში შეუძლებელი იყო. ამგვარად, ჩვენ ვერ ვიქნებოდით მისი მწარმოებლები. რაც შეეხება პლუტონიუმ-ბერილიუმის წყაროს აღმოჩენას ხელსაწყოს შემადგენლობაში, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა 1968 წელს. იმ დროს ეს ორგანიზაცია ჯერ არ იყო იზოტოპების ინსტიტუტი, ეს იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის განყოფილება, და კვლევებისთვის შემოტანილი იყო ხელსაწყო, რომელშიც იყო მოთავსებული პლუტონიუმ-ბერილიუმის ამპულა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებისთვის.
რეორგანიზაციის დროს, როდესაც ეს ორგანიზაცია შედიოდა საკავშირო დაქვემდებარებაში, მოხდა გაყოფა, ეს წყარო დარჩა აქ, ინვენტარიზაციის დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ და ჩვენვე მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს. კანონი გვავალდებულებდა რომ მიგვემართა სამინისტროსთვის.
თეორიულად ყოველთვის შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ სადმე განმეორდეს, აღმოუჩენიათ ათობით წყაროები, მაგრამ, რაც შეგვეხება ჩვენ, იმის შემდეგ, რაც ჩვენ 7 თვის განმავლობაში ვაკეთებდით ინვენტარიზაციას, მოხდა ყველა იმ ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი, გამოუყენებელი დანადგარების, ხელსაწყოების ჩამოწერა, მათი იდენტიფიცირება და მოცილება.
საინფორმაციო საშუალებებში დასახელდა ნაპოვნი 200 კილოგრამიანი კონტეინერი, მაგრამ არაფერი არ იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ამ მოცულობის კონტეინერში იდო წყარო, რომელიც შეიცავს 1-2 გრამ პლუტონიუმ-ბერილიუმის ნაერთს, რაც უკვე პლუტონიუმი აღარ არის. ის გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის. ცნობილია და სამედიცინო სფეროში გამოიყენება გაცილებით უფრო ძლიერი წყაროები, იმისთვის რომ ჩაახშონ ავთვისებიანი უჯრედები. პლუტონიუმ ბერილიუმის ნაერთი არ გამოიყენება და ვერ გამოიყენება ატომურ იარაღში. ამ შემთხვევაში, საერთოდ, არ გვაქვს საქმე პლუტონიუმ 239-თან, რომელიც გამოიყენება ატომური ბომბის დასამზადებლად.
ჩვენ ვმუშაობთ, მხოლოდ სტაბილური იზოტოპების წარმოებაზე, ექსპორტზე გადის 100%. სამწუხაროდ, საქართველო იზოტოპებს არ მოიხმარს და ჩვენ ვერ ვიყენებთ მას ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის და ა.შ.
რა გადის ექსპორტზე? სამედიცინო მიზნებისთვის გადის – ჟანგბადი-18, აზოტ-15 და ჟანგბადი-17.
ჩვენ ველოდებით რომ მოხდება დიდი ბუმი სამედიცინო დიაგნოსტიკის სფეროში ჟანგბად-17 გამოყენების კუთხით. მიდის ინტენსიური მზადება, რომ ახალი თაობის დიაგნოსტიკა დაინერგოს. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიას გააჩნია უდიდესი პლუსი, იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლია ავთვისებიანი უჯრედების აღმოჩენა და დიაგნოსტირება რამდენიმე მილიმეტრის დონეზე. ადამიანი 10-20 წლით უფრო ადრე გებულობს, რომ მის ორგანიზმში რაღაცა ხდება და ზომები არის მისაღები. მაგრამ იმის გამო, რომ თვითონ დიაგნოსტირების პროცესს ახლავს გამოსხივება, არის მცდელობა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი შემოიღონ, რომელიც იქნება არარადიაქტიული, ანუ საუბარია ბირთვულ-მაგნიტურ ტომოგრაფიაზე. ამას ახერხებს იზოტოპი O17, რომელსაც მსოფლიოში ჩვენს გარდა ვერავინ ვერ აწარმოებს.
ჩვენს მიერ წარმოებული ერთი გრამი ჟანგბად-17 სხვადასხვა გამდიდრების პროდუქციის ფასი 50-300 დოლარის ფარგლებში მერყეობს და წამოების გაფართოების შემთხვევაში საინტერესო წინაპირობაა ბიზნესის გაფართოებისათვის.
ამჟამად ქავთარაძის ქ.21 მისამართზე 7 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი, "სი ფი აი ჯორჯია” და "სპექტრა გაზის ჯორჯია”. მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან პრივატიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 2003 წელს შვეიცარულ-ჰოლანდიური კომპანია "სი-ფი-აი ჯორჯია", რომელიც მუშაობს O17-ზე, O18-ზე და N15-ზე. შემდეგ მეორე ეტაპზე ასევე პრივატიზაციის შედეგად, 2006 წელს ჩამოყალიბდა ამერიკული კომპანია "სპექტრა გეზის ჯორჯია", რომელიც მუშაობს ბორ-10 და ბორ-11 იზოტოპებზე, რომელიც საერთაშორისო ბაზრის გარკვეულ სეგმენტს მოიცავს და პარტნიორობს მსოფლიოში ცნობილ აშშ-ის ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიასთან. დარჩენილი ტერიტორიის 1/3 უჭირავს "საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრს". დღეისთვის იგეგმება სახელმწიფოს, კერძოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრის" გასხვისებაც, პროფილის შენარჩუნებით. ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, რადგან სახელმწიფოსგან 1998 წლიდან ჩვენ ერთ თეთრსაც არ ვღებულობთ, ჩვენ ვართ ფაქტობრივად შპს. თუ მოხერხდება დარჩენილი ნაწილის პრივატიზება საქმიანობის პროფილის შენარჩუნებით, შესაძლებელი გახდება ინვესტიციების მოზიდვა და დარგის შემდგომი განვითარება, ისევე როგორც ეს მოხდა ზემოაღნიშნული კომპანიების მხრიდან, როდესაცMმათ განახორციელეს მრავალმილიონიანი ინვესტიციები, რასაც მოყვა ტექნოლოგიური ბაზის სრულყოფა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რომლის შესაბამისობის ინსპექტირება ხორციელდება უცხოელი აუდიტორებით და რომლებიც ხშირად ჩამოდიან და ამოწმებენ ყველაფერს. შემოწმების შედეგები რამდენიმეჯერ განვიხილეთ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს და დავარწმუნეთ, რომ არანაირი საფრთხე მათ არ ემუქრებათ. ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ ცნობილი მედიკოსები რ.გაგუა, ფ.თოდუა და სხვები. ძალიან ადვილია ადამიანის თავებში პანიკის და დაძაბულობის დანერგვა.
ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 7 ჰექტარი მიწა, საკმაოდ მიმზიდველი ფაქტორია, ამ პერმანენტულ ხალხის პანიკას აფინანსებდენ ერთეულები, ვისაც ინტერესი აქვს ამ 7 ჰექტრის, თავისი ტყე-პარკით. მაგრამ ირგვლივ მოსახლეობა სულ არის და როგორ ხდება, რომ მხოლოდ პერიოდულად გამოთქვამს ეს ხალხი უკმაყოფილებას.
რაც შეეხება კითხვას შპს "იზოტოპ"-თან დაკავშირებით ის იყო იდეა, რომელიც პრაქტიკაში არ განხორციელდა. მისი ისტორია შემდეგია, სხვა ქვეყნებში სადაც ბირთვულ-ატომური ენერგეტიკის დიდი კომპლექსებია, არსებობს ამ დარგის მიმმართველი სახელმწიფო უწყება. საქართველოში ასეთი უწყება არ არსებობს. ჩვენ სულ გვეუბნებიან, მეტი მოგება მოგვიტანეთ, მეტი იმუშავეთ, მაგრამ ფულს არაფერში არ მოგცემთ - ეს არის სახელმწიფოს პოზიცია 2004 წლამდეც და 2004 წლის შემდეგაც იგივე დარჩა. სახელმწიფომ შეიძლება დელეგირება გაუწიოს მართვის უფლებით კერძო კომპანიას წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ განზრახვით, 2003 წელს ჩვენ, 20-მა პროფესიონალმა გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა შპს "იზოტოპი". ის დაფუძნდა, თუმცა მისი ეკონომიური საქმიანობა არ დაწყებულა ანუ მას საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაცია არ გაუვლია. 2003 წლის აგვისტოა, სახელმწიფოს პოლიტიკა იცვლება, გაჩერებულები ვართ და ველოდებით სახელმწიფოს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათ ამოწიეს ეს საკითხი და პროკურატურაც დაინტერესდა მაშინ თუ რა იყო ეს შპს "იზოტოპი". პროკურატურაში იყო საჩივრები კონკრეტული ადამიანებისგან, მათ აინტერესებდათ თუ რატომ შეიქმნა ეს შპს.
ყოველთვის ადამიანის თავში იბადება აზრი თუ რა არის ამის მოტივაცია : დიდი ხელფასები დაინიშნონ, ბევრი ფული ჩაიდონ ჯიბეში, მაგრამ ამ დროს, მთავარია ჩემი წილი სად არის? როცა არაფერი არ მოხდა, გაკვირვებული დარჩა პროკურატურაც. თუმცა ჩვენთვის უცნობია ვისი საჩივრის საფუძველზე მოხდა ეს.
ასეთ მნიშვნელოვან დარგში გაერთიანებული ორგანიზაციებიდან ხელფასის ფონდი 2 მილიონს ლარს აღწევს, პროდუქცია იყიდება საზღვარგარეთ. სპეციალისტები ღებულობდეს ხელფასს, სახელმწიფო კი იღებს მნიშვნელოვან შემოსავალს გადასახადის სახით, წელიწადში მარტო ერთი ორგანიზაციისგან მილიონ ნახევარი დოლარი მიიღო. ამიტომ ის რაც ტელევიზიით გაშუქდა არის აღმაშფოთებელი. შეშფოთდა საზოგადოება, შეშფოთდნენ ინვესტორები. ჩვენი აზრით ასეთ ფაქიზ მეცნიერულ თემებთან მუშაობა უნდა იყოს უფრო პროფესიული. ყოველივე ეს მოხდა იმ ფონზე როცა განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი. იაპონიის ცნობილი კომპანია ჰიტაჩი-მარუბენისთვის დამზადდა უნიკალური ხარისხის ბორის კარბიდის ფხვნილი. ამ პროგრამის განვითარება 30 წლის პერსპექტივაში დარგს ჩააყენებს განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ხოლო საქართველოს სახელს გაუთქვამს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, რომლის ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ ოთხია."
This post has been edited by Geronti on 17 Oct 2010, 16:32