პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი მერჩივნა.
იმ გადამამუშავებელ საწარმოსაც თავისი ლაბორატორია უნდა ჰქონდეს და შენს ეს ძალიან კარგად იცი.
თუ არა აქვს და რას მიკეთებენ შემმოწმებელი სამსახურები?
რაც შეეხება იმას, რომ ცოცხალი პირუტყვის გარეგნული დათვალიერებისას უფრო ვლინდება ზოგიერთი დაავადებები. . .
კეთილი ინებე და ის დაავადებები ჩამომითვალე.
ყველა ადამიანისთვის სახიფათო დაავადება: ჯელეხი, ბრუცელოზი, ცოფი (ცოფი თითქმის გამორიცხულია) ლაბორატორიული შემოწმებით დგინდება და არა გარეგნულად.
თუ არადა, მითხარი ადამიანისთვის სახიფათო ცხოველის დაავადება, რომელიც ლაბორატორიული შემოწმებით არ დგინდება და გარეგნულად ეტყობა.
და ისაც მშვენივრად იცი, რომ იმ საქონელს დაკვლამდე ვეტექიმი შემოწმებას არ ჩაუტარებს.
ისევ ჩვეულებრივ, ლაბორატორიული წესით შეამოწმებენ დაკვლის შემდეგ ხორცს.
ესაც იცი, მაგრამ რატომღაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნამუსო გადაწყვეტილების გამართლება გინდა.
ეხლა რაც შეეხება საზღვარგარეთს:
შეგიძლია დამიდო საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული აქტები და ქვეყნების ჩამონათვალი?
თუ ამბობ ვიციო, მაშინ დადე.
ასევე შეგიძლია დარწმუნებით მითხრა და მტკიცებულებები დადო, რომ აქ რაც საზღვარგარეთიდან გაყინული ხორცი შემოდის, ნამდვილად ძროხისაა და ნამდვილად ნორმალური სტანდარტების სასაკლაოშია დაკლული?
ისე, ხომ არ ხდება, რომ ადგილობრივი მესაქონლეობის მიჩექმვით, გაყინულ ბრაზილიურ და ინდურ (თუ სადაურიცაა) ძველ ხორცს ვუხსნით ბაზარს?
+ ამას, ხელს ვუწყობთ გლეხების გაღატაკებას და მათ ხარჯზე ვიღაც არაკაცების გამდიდრებას.
არა?
+ ამას.
ვიღაც გერმანელ გლეხს, შეიძლება სულაც არ სიამოვნებს ღორისთვის ყელის გამოჭრა და სასაკლაოზე მიჰყავს, მაგრამ მე ამისთვის, ამ სახელმწიფომ ჩემი საქონლის დაკვლა და გაყიდვა რატომ უნდა ამიკრძალოს?
სახელმწიფოს ფუნქციაა შემიმოწმოს და სეამოწმოს ბატონო.
ხო და რა დარჩა.
უსულადო საქონელი. . . .
რა გითხრა აბა, ყველა საქონელი უკვე მკვდარი იჭრება.
მე მხოლოდ ერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ცოცხალ ძროხას მოაჭრეს ფეხი. (ეს ნახევრადხუმრობით

).
მანამდე როგორც წესი კლავენ.
თუ ავადობამ მოკლა მაგას ლაბორატორია იგებს.
თუ ტრამვა ჰქონდა და მაგის გამო დაკლეს, რა პრობლემაა.
ეხლა 10 000 შემთხვევაში, ვიღაცას ერთი ძროხა მოუკვდა და მერე ბაზარში გაყიდაო, მაგ "არგუმენტით" ამ უნამუსობის გამართლება, რამდენად სუსტია თვითონაც მიხვდები.
This post has been edited by karlsoni on 21 Oct 2010, 20:05
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/