Nora[/QUOTE]მე იმდენად ვარ ქართველი, რადენადაც ცემი ქართველობა ჩემი მეგრული ენისათვის არ წამოადგენს საფრთხეს!
[QUOTE]
არაა ასე საქმე, თორემ მორჩენილა აბა შენი ქართველობა, ბიძიკო.
იმიტომ კი არა, რომ ქართველობა მეგრულს უშლის რამეში ხელს, არამედ იმიტომ, რომ შენ შენს ქართველობას რაღაც პირობებს უყენებ.
თუ დააკვირდები გაცილებით მარტივად არის საქმე.
აგერ ჩემი დიდი ბიძია, ბოდღო, ქართველი იმიტომ იყო, რომ მეგრული იყო მისი ერთადერთი და მშობლიური ენა.
სკოლაში ნავალი არ იყო და ქართული, ვგონებ, ტელევიზორიდან და ყველასთვის ცნობილი ხალხური სიმღერებიდან ქონდა ნასწავლი.
გესმის? მე ქართველი იმიტომ ვარ, რომ მეგრელი ვარ, სხვა იმიტომ, რომ გურულია.
ახლა უკუღმა სიტუაცია აღვწეროთ შენჭირმე

, შეიძლება თუ არა, რომ მეგრელი იყო ისე, რომ ქართველი არ იყო?
თეორიულად კი, თითქოს. აგერ, დადგები, იყტვი მეგრელი ვარ ქართველი არა ვარო და გედავოს მერე მთელი მსოფლიო.
ოღონდ პრაქტიკულად რამდენიმე მყავს ასეთი კლიენტი ნანახი და ყველას აკადემიური ან უკვე საყოველდღეო ენა რუსული იყო.
ასე, რომ ვერც მეგრელი იქნები კაცი, თუ ქართველი არა ხარ. შენ თაობას იქით არ გავა ეგ "მეგრელობა".
მეგრელობა და მეგრული მხოლოდ ამ, ქართულ გარემოში ცოცხლობს და ყველა მომენტი, რომელიც მას ამ გარემოს გაუუცხოებს (არა აქვს მნიშვნელობა რანაირად) იქნება მეგრულის და მეგრელობისთვის მომაკვდინებელი.
ამიტომ არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რას ეძახის ჩემი ძმა ჩემს სალაპარაკო ენას. ენას თუ დიალექტს.
This post has been edited by Murzaqan on 24 Oct 2010, 02:49