#22199662 · 25 Oct 2010, 10:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაგიღეჭოთ რა უნდა? კაი ბატონო.
საფრანგეთს, ისევე როგორც ყველა ხელმოცარულ მსოფლიო მეპატრონეს აქვს კომპლექსი: ძალიან განიცდის რომ ფრანგული ენა, კულტურა და ცხოვრების წესი ყველა ფრონტზე აგებს მის მთავარ კონკურენტთან - ანგლო-საქსურ ენა-კულტურასთან (ახლა კი უკვე ესპანურთანაც), ნელ-ნელა ჰკარგავს პოზიციებს და მარილზე გზას ადგას .
ფრანგებს (ისევე როგორც რუსებს) ძაან ევასებთ როცა ვიღაცა პუჭურა ეუბნებათ: თქვენ სულ სხვა ხართ, თქვენი კულტურა... ლიტერატურა... ღვინო... ცხოვრების გაგება... "დუხოვნოსწ"... მუსიკა... და საერთოს რაც მაგრები ხართ, ფრანგები (რუსები) ხართ და ა.შ.
ეს ფრანკოფონური საზოგადოება (ბრიტანული თანამეგობრობის ანალოგიურად) ემსახურება (გარდა სხვა გამოყენებითი მომენტებისა) წაბორძიკებული ფრანგული პატივმოყვარეობის დაპურებას.
გარე სამყაროს წევრის მასში მონაწილეობა ფრანგებისთვის რევერანსია, მათი უნიკალურიბის, სიდიადის და ბრწყინვალების დაფასება.
გავითვალისწინებთ რა იმ როლს, რომელსაც ასრულებს საფრანგეთი რუსეთთან ურთიერთობაში (სხვათა შორის არა მარტო საქართველოსთვის, ის მსოფლიო მასშტაბით ასრულებს გენერალური შუამავლის ფუნქციას), სააკაშვილის მცდელობა ერთხელაც მიუცუცქდეს დიდ ფრანგ ერს, ერთხელაც აკოცოს ტაკოზე და ერთით მეტი მისი სადღეგრძელო თქვას, მხოლოდ მისასალმებელია.
This post has been edited by benjamen glonti on 25 Oct 2010, 10:32
--------------------
-Бенжамен, вот ты в Петербурге учился, скажи, там кто нибудь камни ел? -Нет. -Вот видишь! Только мы, грузины можем всё!
|