nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3786
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#22262304 · 29 Oct 2010, 02:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ჩოხა @ 27 Oct 2010, 11:51 ) | paradox
| QUOTE | | განსაკუთრებით ისეთებს ცელოფანში ჩადებულ ახალ წიგნებს რომ ყიდიან არა? |
და რა მერე?
კი, ყიდიან ცელოფანში ჩადებულ წიგნებს არაერთხელ შევჩერებულვარ მე პირადად და თუნდაც ძალიან რო მეჩქარებოდა, თვალი გადამივლია, რაღაცა მიყიდია კიდეც ხანდახან
ვის რას ან როგორ გიშლიდათ ეს წიგნები ქუჩაში, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია არა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, აი სუფთა ადამიანურადაა გაუგებარი
შეიძლება ვიდავოთ ესთეთიკურ მხარეზე, კი ბატონო, ჯობდა დამზადებულიყო მათთვის ერთიანი სტანდარტის სტელაჟები, რაც ქალაქის იერსახეში კიდევ უფრო ჩაჯდებოდა მაგრამ საერთოდ აყრა და მოფარებულ ადგილზე მიჭუჭკვა? - ეს ბარბაროსობაა
უფიქრია ვინმეს იმაზე, რა შთაბეჭდილება რჩება თუნდაც იმ უცხოელს, როდესაც ქუჩაში გასაყიდად გამოტანილ ამდენ წიგნს ხედავს? - ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ წიგნი საქართველოში მოთხოვნადი პროდუქტია, მას ყიდულობენ და შესაბამისად კითხულობენ
და აქედან გამომდინარე ერის განათლების თუ კულტურის ერთ-ერთი ინდიკატორია?!
ვერ გააკვირვებ ევროპელს პოლიციელით, ვერც განათებით და ვერც ასფალტით აქეთ გაგაკვირვებს
ვისაც წიგნი, თუნდაც ქუჩაში ეზედმეტება, მე ის მეზედმეტება ამ ქვეყანაში
უკაცრავად თუ ძალიან გულწრფელი მოვეჩვენე ვინმეს ვინც იცის რა არის წიგნის სუნი თუნდაც - გაიგებს კიდეც
|
+100
ძვირფასებო! არ მესმის თქვენი. როგორ შეიძლება, ისეთი მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიც წიგნია, იყიდებოდეს ქუჩაში, მაგალითად ,რუსთაველზე, პლეხანოვსა, (უკაცრავად, აღმაშენებელსა) და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა მიდამოების ახლოს. ამ გარემოვაჭრეებს ვადაგასული საქონელი შემოაქვთ, არ იცავენ პროდუქტის შენახვის წესებს, არა აქვთ დახლ-მაცივრები, წიგნები მზადდება ფალსიფიცირებულად, კუსტარულ პირობებში, მათში სტანდარტით დადგენილი ბუნებრივი ნედლეული ჩანაცვლებულია ქიმიური სუროგატებით. რაც საშიშია მყიდველთა ჯანმრთელობისთვის. ქალაქის სანიტარულმა სამსახურმა სარეალიზაციოდ გამოტანილი წიგნადი პროდუქტებიდან აღებული სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევევის შედეგად დაადგინა , რომ ისინი შეიცავენ პესტიციდებს, ემულგატორებს, მძიმე მეტალებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს. გარდა ამისა, წიგნების რეალიზატორები წონაშიც ატყუებენ გულუბრყვილო მომხმარებლებს.. ეს პროდუქცია განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისა და მეძუძური დედებისათვის, ზოგადად ქალებისათვის , ასევე ხანდაზმული ადამიანებისთვის, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებ..ს თავშიც ქვა უხლიათ!
და საერთოდაც:
კითხვა - კლავს!
კითხვა ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.
This post has been edited by nino darbaiseli on 29 Oct 2010, 03:06
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|