თემას ხელახლა ვხსნი, ვინაიდან მინდა ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ...
დღეს მომიწია დიდუბით სახლში დაბრუნება
და ვნახე ჩვენი ბებო -
მინდა გითხრათ რომ პირველად ვნახე
და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გაგიზიაროთ..
ისევ იქ ზის - ღამე ათევს აფთიაქთან - დღე კი ბაზარშია.
მთელი დღე ერთ ადგილას ზის...
თავიდან ვუტრიალე, მომერიდა დალაპარაკება..
მერე იქვე მჯდომ გამყიდველებთან მივედი
და გამოკითხვა დავუწყე...
ის ბებო - საიდან არის, რას აკეთებს თქო...
ეგ ბებო ღამეს აქ ათევსო -
ისეთი ლამაზი გოგოები იყვნენო მოსულებიო!!!!
ეხვეწნენო წამოსვლას და უარი თქვაო -
ეტყობა ის გოგოები გერმანიის რაღაც ორგანიზაციაში მუშაობენო

(გამეცინა)
და მაინც არ წაჰყვაო - ეტყობა შეეშინდაო.....
- აკითხავს ვინმე თქო?
- არა გამვლელები აძლევენო რაღაცეებს - ის პლედი მოუტანესო...
(პლედი შემოხვეული ჰქონდა)
სამჯერ ვკითხე გამყიდველებს -
- რას აკეთეს - მათხოვრობს მეთქი?
არაო! ქალმაც მითხრა და კაცმაც იგივე გაიმეორა -
- მე მაგი რომ მათხოვრობდეს არასოდეს დამინახავსო!
ისე ფულიც აქვსო - ზოგჯერ ჩვენგან პურს ყიდულობსო
ხან გამვლელებიც აძლევენო ზოგჯერო..
ისე მაგას
პენსიაც აქვსო! პენსიასაც იღებსომიდი დაელაპარაკეო...
ბოლოს დავძლიე ჩემში მორიდება და მივედი
- ბებო როგორ ხარ მეთქი
- მადლობა, კარგადო
- ღამე არ გიჭირს მეთქი?
- არა - აი პაკრივალა მაქვსო და ჩვენი ფორუმელების ნაჩუქარ პლედზე მიმითითა - არ მცივაო...
სახლი გაქვს მეთქი?
-მუხრანშიო - მქონდა ყველაფერიო -
- მერე?
- მერე ძმიშვილმა გამომაგდოო - სიძემო (როგორც მივხვდი ძმიშვილი გოგოა და მის ქმართან ჰქონდა ალბათ უთანხმოება)
- შვილი გყავს მეთქი?
-არაო - გაუთხოვარი ვარო! 70 წლისაო
მერე ზამთრში ყინვები რომ დაიწყება არ გაგიჭირდება მეთქი?
-არა - მიჩვეული ვარო -იქაც (ალბათ სახლში) ღამე ვიყავიო - (აქ ვიფიქრე, რომ სახლიდან აგდებდნენ თქო და იქაც ღამე გარეთ ხომ არ ათევდა ხოლმე)...
- ყინვები რომ იქნება მეთქი?
- მერე თავშესაფარში წავალო -
- გლდანში თქო?
- არაო - ავლაბარშიო!
- ადგილები არ აქვთ მეთქი
- არაფერია ვიშოვიო,
იქო მყავსო ნაცნობებიო, მეზობლებიო
აქ ვკითხე - ვინ არიან მეთქი და მითხრა ციგუაშვილიოკიდევ ბიძაშვილი მყავს ავლაბარში ოგანეზოვიო
იცის რომ აქ ხარ მეთქი?
- არაო...
კიდევ ველაპარაკე, ფორუმელებზე ვკითხე, რატომ არ გაყევი მეთქი - არაო არ ვიცნობდიო, თან ეგენი ჩემი მტრები იყვნენო
აქ გამეცინა და პლედს დავხედე... რა იცი მეთქი - კი ვიციო მე.... აქ ბრძნულად ამომხედა.... გამეცინა.... მანდარინები ვაჩუქე.. გამიცინა და მადლობა მითხრა....
მოკლედ ბებიაა რა, ჩვეულებრივი ბებია...
როგორც ყველა მოხუცი, ბავშვური ახირებებით...
არ ტოვებს აფერისტის შთაბეჭდილებას ჩემზე...
ახლა რა მინდა გკითხოთ -
ავლაბარში თუ არის მართლა რამე თავშესაფარი??
და იქნებ იქ მართლა არიან ვინმე ციგუაშვილები... იქნებ მათთან წავიდეს კიდეც და იმათაც შეიფარონ...
This post has been edited by basa-ttt on 11 Nov 2010, 00:03