უფ გაიხარე ამის დაწერისთვის.
მაგას ვიძახი სულ და ყველა მეჩხუბება.
ზუსტად საყველპურო ფილოსოფია, ყოველ წინა აბზაცთან წინააღმდეგობაში მოსული მსჯელობებით.
პრეტენზიით დიდ ფილოსოფიაზე.
გორა მბორგალს რაც შეეხება- მაგარი ვიხალისე კითხვისას. იმდენი აბსურდია ერთ წიგნში ტავმოყრილი, ეგ რამენაირად უნდა მოახერხო მწერალმა.
ჯერ ერთი სტილისტურად აბსოლუტურად სხვა ენითაა დაწერილი. დებილიც კი მიხვდება, ავტორი რომ სხვადასხვაა. მეორეც- გორა მბორგალის ავტორს, მგონი პრეტენზია აქვს მწერალი ერქვას. მწერალს კი რამდენადაც ვიცი, ევალება იცოდეს ის ენა, რომელზეც წერს.
გადაიკითხეთ ყურადღებით, თუნდაც რამოდენიმე გვერდი და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.
ნუ, მბორგალისეული აბსურდები ეგ ცალკე თემაა.
ახლა ყველას ვერ მოგიყვებით, ზეპირად არ მახსოვს

მხოლოდ ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ.
ერთერთი გამოქცევისას ვიღაცა სტაროვერს გადაეყრება ტაიგაში ჭაბუა. ტიპს 30 წელი ურტიერთობა არ ჰქონია ადამიანებთან და მეტყველების უნარი დაკარგული აქვს.
მოკლედ ეს სტაროვერი წაიყვანს თავის ქოხში. გაათბობს და დაანაყრებს. გამაძღარი და ტახტზე მიწოლილი ჭაბუა, ხუმრობის ხასიათზე მოდის და სტაროვერს გაეშაყირება- შენო, აქ ისე კარგად მოწყობილხარ, ჰილტონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მიმიქარავსო. აქ სადმე ფერადი ტელევიზორი და ვიდეოც გექნებაო.(არ დაგავიწყდეთ, ეს 54-55ში ხდება)

ნუ ახლა, როგორი შანსი იყო იქედან გამოქცევის და ცოცხლად დარჩენის, ეგ კიდევ ცალკე თემაა.