ესეც ცოლ-ქმრის მიცემ აღებობაა??
"გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ რა არ გააკეთეს, რომ აცილება მიეცათ ჩვენი ადვოკატისთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ"ეს ის ბოკერიას ცოლი არაა ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი რომ გახლავთ
თამარ ჩერგოლეიშვილი??- ბატონო გურამ, პროცესზე თქვენთვის უცნობი მასალა ხომ არ გამჟღავნებულა?- სახელმწიფო იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები და მისთვის ზოგიერთი, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი მასალა გადაეგზავნა. მათ შორის იყო ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრები.
დაჩეხილი იყო ფირი, რომელსაც ერთსაათიანი მონაკვეთი უნდა ეჩვენებინა. ეს გახლდათ დრო, როცა სანდრო ოქროყანაში წაიყვანეს ჯიპით და შემდეგ უკან გამობრუნდნენ იმავე ავტომობილით. ფირი რომ განზრახ დანაწევრებულია, ადასტურებს ქრონომეტრაჟი (კადრებზე მითითებული დრო). ამოჭრილია მონაკვეთი, როცა მელნიკოვი ავიდა ოქროყანაში დათა ახალაიას ავტომანქანით.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ახალი იყო სანდროს ცხედრის ამსახველი ფოტომასალაც, რომელიც სახელმწიფომ წარმოადგინა, სადაც აშკარად ჩანს სანდროს ნაიარევები, დანით მიყენებული ჭრილობები.
ადრე ეს კადრი მხოლოდ შავ-თეთრი სურათებით მინახავს. ფერადში უკეთ გამოჩნდა სისხლის კვალიც და ისიც, რომ ჩემს შვილს ყელი გამოღადრული აქვს (თავის დროზე, გამოძიება ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ეს ეკლიან ბუჩქებში მიღებული ნაკაწრები იყო).
დღეს, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ სანდროს მკვლელობაში 7-8 კაცი მაინც მონაწილეობდა. ყველას გვარი არ არის ცნობილი. უფრო მეტიც,
პრეზიდენტი იძულებული გახდა, სანდროს მკვლელები შეეწყალებინა იმიტომ, რომ ბიბილურიძე ჩვენების მიცემას აპირებდა. ის ტყუილად იხდიდა სასჯელს. მისი დაპატიმრებით მელნიკოვის დანაშაულს დააფარეს ხელი, მელნიკოვისთვის ხელის დაფარებით კი დათა ახალაიასა და თაკო სალაყაია-მერაბიშვილის ინტერესები დაიცვეს.
ასე გახდა სახელმწიფო დამნაშავეთა მფარველი. ხელისუფლება დაკავებულებს დაჰპირდა, რომ ციხეში პატივით აცხოვრებდნენ და ერთი წლის განმავლობაში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ საზოგადოების აღშფოთების გამო დანაპირები სწრაფად ვეღარ შეასრულეს. ბიბილურიძე გაიძახოდა, ტყუილუბრალოდ რატომ უნდა ვიჯდე ციხეშიო. მოკლედ, შიდადაპირისპირებებმა იმატა და ვიდრე ეს ამბავი სააშკარაოზე გამოვიდოდა, პრეზიდენტმა შეიწყალა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირები: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე. ბიბილურიძის დასახელება იმისთვის დასჭირდათ, რომ ბუხაიძემ დაწერა ჩვენებაში, სამი კაცი მცემდაო.
თუ დანაშაულში სამი პირი მონაწილეობდა და სამივე ბუხაიძეს სცემდა, ე.ი. სანდრო იჯდა და თავად იყენებდა ჭრილობებს?! უაზრობა გამოდიოდა და ამიტომაც დასჭირდათ მეოთხე კაცი, რომელიც ბიბილურიძის სახით წარმოგვიდგინეს. თავდაპირველად, ბუხაიძეს ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება, რომ ამ ინციდენტში ბიბილურიძეც მონაწილეობდა, მოგვიანებით კი მან სასამართლო პროცესზე გაბედულად თქვა, რომ მეოთხე კაცი არა ბიბილურიძე, არამედ მელნიკოვი იყო.
ე.ი. "შარდენბარში" სუფრასთან მსხდომმა პირებმა (რომელთა შორის იყვნენ შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი მეგობრები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია, შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვასილ სანოძე, შს მინისტრის პრესმდივანი გურამ დონაძე) სანდროს დასასჯელად გამოიძახეს მელნიკოვი, რომელიც, როგორც ჩანს, ასეთ საქმეებში დახელოვნებული იყო. სხვათა შორის, თავის დროზე მამამისიც ჟანდარმერიაში მუშაობდა.…ბუხაიძემ ისიც თქვა, რომ მელნიკოვი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკითა და აგრესიულობით.
"სისასტიკე ყოველთვის შედეგია შიშის, სისუსტის და სიმხდალისა" ჰელვეციუსი