პარლამენტთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი
19:38 07-11-2010
2007 წლის 7 ნოემბრის სამი წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე პარლამენტთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერები .
აქციას "ქართული პარტიის" ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი შეურთდნენ. პარლამენტთან იმყოფება ასევე "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე და "ქართული აკადემიის" ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია.
პარლამენტთან იმყოფებიან "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლები. შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა "საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია", "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" და "გარემოვაჭრეთა ლიგა".
შეკრებილებს "თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ მიმართა და განაცხადა, რომ აქციას პაატა ბარათაშვილი წარუძღვება.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეძღვნება. 3 წლის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...shekrebili.htmlლევან გაჩეჩილაძე 7 ნოემბერს ქართული ღირსების დღეს უწოდებს
19:34 07-11-2010
"ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე 7 ნოემბერს ქართული ღირსების დღეს უწოდებს .
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ის პარლამენტთან თანაგუნდელებთან, კოკა გუნცაძესა და სოზარ სუბართან ერთად მივიდა.
"ეს არის დასაწყისი პროცესისა, რომელსაც ჰქვია "ბოროტსა სძლია კეთილმან", რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მალე დასრულდება", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
სოზარ სუბარის განცხადებით კი, 7 ნოემბერი არის მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე დიდი მარცხის დღე. "...დღე, როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხს გაემიჯნა, საკუთარი ხალხისგან გამიჯნული ადამიანები კი დიდხანს ვერ რჩებიან ვერც ქვეყანაში და ვერც ხელისუფლებაში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეძღვნება. 3 წლის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...s-utsodebs.html