ეგეთი მუქარები და ბაქიაობა გავიარეთ უკვე ად აღარ არის მოდაში
რა მნიშვნელობა აქვს 300 კაცი იქნება თუ 20 000?
კმარა ბაქიაობა
* * *
პარლამენტის შენობის წინ აქცია დასრულებულია
21:23 07-11-2010
"თავისუფალი აზრის სახლის" ორგანიზებით გამართული აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულებულია .
დღევანდელ აქციაზე დაიწყო "ღირსების წიგნის" წერა. აქციის ყველა მონაწილეს დაურიგდა სპეციალური ფურცელი, რომელიც უნდა შეევსოთ. ფურცელზე უნდა დაეწერათ საკუთარი სახელი და გვარი, საკუთარი სურვილი და უნდა დაეფიქსირებინათ ხელმოწერა. შემდეგ კი "ღირსების წიგნში" ამ ფურცლებით სკანირება მოხდება.
აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერებიდან იმყოფებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, კობა დავითაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო შალამბერიძე, თემურ შაშიაშვილი, ეკა ბესელია. იქ იმყოფებოდნენ ასევე "ქრისტიან-დემოკრატი" ინგა გრიგოლია, "ლეიბორისტების" ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ოპოზიციური პარტიებიდან აქციას არ ესწრებოდნენ "ახალი მემარჯვენეები". "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი კი, აქციის წამყვანის განცხადებით, დღევანდელ შეკრებას შეუერთდა. თუმცა, "ინტერპრესნიუსმა" აქციაზე ვერ აღმოაჩინა ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი და არც აქციის წამყვანს დაუკონკრეტებია, თუ ვინ წარმოადგენდა "თავისუფალ დემოკრატებს".
აქციაზე განცხადებებს ძირითადად აკეთებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც განცხადება ტრიბუნასთან გააკეთა, თემურ შაშიაშვილია.
ღონისძიების დასასრულს აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას სანთლები დაურიგეს.
პარლამენტის შენობასთან დღეს გამართული აქცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს მიეძღვნა. 3 წლის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
უი დამთავრებულა უკვე? რეკორდი წიგნის წერის სისწრაფეში
P.S. ლიდერებს გაუტყდათ ტრიბუნაზე ასვლა?
მეც გამიტყდებოდა 300 კაცზე ენერგიის ხარჯვა..