რამდენ სიცოცხლეს სპობს ნარკოტიკი და რამდენ ადამიანს/ოჯახს ანგრევს ამაზე გიფიქრია?
სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ მხოლოდ ერთი მიზეზით - ადამიანს სამართლის ძალიან სუბიექტური აღქმა აქვს და განაჩენის გამომტანებიც ადამიანები არიან! რაც იმას ნიშნავს, რომ სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოეტანოს (ძლიერთა ზეწოლის, კონკრეტულ დროის მომენტში გაბატონებული სხვადასხვა შეხედულებების, მათ შორის პოლიტიკურის გამო) ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს და რომ მოკლავ ადამიანს, მერე რომც გაამართლო, მას უკან ვერ დააბრუნებ!
სამუდამო პატიმრობა მისჯილ ადამიანს აქვს იმისი თეორიული შანსი მაინც, რომ ოდესმე მოესწროს გამამართლებელ განაჩენს... მოკლულს ვერაფერი ვეღარ უშველის!
მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობის ჩასვლა ნარკომოვაჭრეების გამოსახსნელად (ზესახელმწიფოც რომ ვიყოთ) მინიმუმ წაახალისებდა სხვა ქართველ ნარკობარიგებს და იმის გარანტიას მისცემდა, რომ "რაც არ უნდა მივქარო, ჩემი გავლენიანი დამიხსნის და გამომაძვრენს"
და საერთოდ ეს "შინაურული დვიჟენიები" ყველაფერში და ყველგან, დედას უტყნავს ამ ქვეყანას რა!!!
არსებობს კანონი და კონსტიტუცია და თუ მოთხოვნაა, უნდა ვითხოვდეთ კანონით რაც არის გათვალისწინებული, მაგრამ კანონი აქ ყველას ქინძზე კიდია და ამიტომ მესმის, რატომ მოგივიდა ასეთი აზრი...