თან გაეროს კონვენციაა ამ სტანდარტებთან დაკავშირებით და იმათ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება შსს-ს ბრძანება, ანუ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებზე მაღალი მოთხოვნები დააყენეს. არადა რომ კითხო სატრანზიტო ქვეყანა ვართო იძახიან და ჩამოვიდენ ტურისტებიო ისიც უნდათ. რომ ჩამოვა ტურისტი თავისი ავტომობილით, ქარხნულად დაბურული საერთაშორისო სტანდარტებით შუშებით, იმას დააჯარიმებენ? თუ მარტო საქართველოს მოქალაქეებს გვიპირებენ დაჯარიმებას?
კონვენციით, როგორც ვიცი საერთოდ არაა დადგენილი მოთხოვნები უკანა კარებების დამუქებასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხს უსაფრთხო მგზავრობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეს არაა საჭირო არც ე.წ. რემენის გაკეთება-არგაკეთების შესამოწმებლადაც, რადგან უკანა მგზავრს არა აქვს ვალდბულება რემენი შეიკრას.
ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს მოწინავე ქვეყნების სტანდარტებიც, ამაზე მთავრობის დადგენილებაცაა 2006 წლის, თუ არ ვცდები 45 თუ 54 ნომერი იყო. ანუ ჩვენ ქვეყანაში თუ მოქმედებს იაპონიის სტანდარტი და ეს მთავრობის დადგენილებითაა მიღებული, შსს-ს მინისტრის ბრძანებით რატომ გვეუბნებიან, რომ მაგალითად იაპონური სტანდარტებით ქარხნული ფერადი (და არა დაბურული) შუშები არაა მისაღებიო?!
ამ შეზღუდვას რამოდენიმე შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ჩემი აზრით:
1. უნდათ უკეთ უთვალთვალონ უკანა სავარძელზე მჯდომ მგზავრებს, რაც პირადად მე მკიდია, რადგან არაფერი მაქვს დასამალი, მაგრამ საბოლოო ჯამში პირად ცხოვრებაში არასანქციონბირებულ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს.
2.უნდათ შეუსრულებელი ნორმის შემოტანით დააჯარიმონ ხალხი და ამით შეავსონ ბიუჯეტი (როგორც ჩანს მართლა ძალიან გაუჭირდათ

), მაგრამ აქსიომაა, რომ შეუსრულებელი ნორმები კორუფციის პირველი წყაროა, თან იწვევს სოციუმში ხელისუფლების ქმედების უკანონობის შეგრძნებას, რაც ხელისუფლებისთვის ცუდი რამეა (და ზოგადად ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდია თუ გაღრმავდება დისტანცია ხელისუფლებასა და ხალხს შორის);
3. გავიგე, რომ რაღაც აპარატები არსებობს, რომელიც აუფერულებს შუშებს და ვიღაცეებს თურმე უკვე შემოუტანიათ მავანთ. დაჟე ფასი თქვეს ერთი მანქანის გაუფერულება 500 ლარიო. მე ეს ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ თუ ეს მართალია, მაშინ რაღაც დეჟავიუს შეგრძნება მიჩნდება და მახსენდება ის ეპოქა, როცა ნეტარი ედიკას დროს რაღაც სტრანნი სტიკერები დაგვაკრევინეს მანქანის ბამპერებზე ერის მამებმა და კარგი ფული გააკეთეს იმ ნაკლეიკებზე.
This post has been edited by mmb on 9 Nov 2010, 19:04