საქართველოს კანონი “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”
თავი VII - მარეგულირებელი ნორმები
[ბ]მუხლი 34. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები[/ბ]
4. `სოციალური დახმარებების პროგრამის~ ფარგლებში:
ა) უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისა და პირების ქვემოთ მითითებულ
კატეგორიებზე (მათ შორის, დევნილთა ოჯახებზე) 2007 წლის 1 იანვრამდე
დანიშნული ყოველთვიური დახმარებების გაცემა გაგრძელდეს შემდეგი ოდენობებით:
ა.ა) მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახზე _ 22 ლარი,
არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიან ოჯახზე _ 35 ლარი;
ა.ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მეურვის
შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე _ 22 ლარი;
ა.გ) არამომუშავე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
უსინათლოებზე, ერთ პირზე _ 22 ლარი;
ა.დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ერთ
ბავშვზე _ 22 ლარი;
ა.ე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 7 ან 7-ზე მეტი 18 წლამდე
ასაკის ბავშვი, _ 35 ლარი;
გ) ამ პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება
შეუწყდეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფ იმ ოჯახებს, რომლებიც მოხვდებიან მთავრობის
მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით იდენტიფიცირებულ სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დაენიშნებათ `სოციალური
დახმარების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145
დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა;
5. განისაზღვროს სახელმწიფო პენსიის შემდეგი ოდენობები:
ა) მინიმალური სახელმწიფო პენსია _ 55 ლარი;
ბ) საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია _ 80 ლარი;
გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
დანიშნული სახელმწიფო პენსია _ 80 ლარი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის (გარდა მკვეთრად გამოხატულისა) სტატუსის
საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია _ 70 ლარი;
ე) მეორე მსოფლიო ომის:
ე.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის _ 129 ლარი;
ე.ბ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის _
80 ლარი;
ე.გ) მონაწილეებისთვის _ 80 ლარი;
ვ) ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების:
ვ.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის _ 129 ლარი;
ვ.ბ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის _
80 ლარი;
ზ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების:
ზ.ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის _ 84 ლარი;
ზ.ბ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის _
70 ლარი;
თ) ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა, სხვა სახელმწიფო პენსიის
ოდენობები (მათ შორის, დანამატები) განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
6. სახელმწიფო პენსიებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან
განხორციელდეს ყოველთვიური სახელმწიფო დახმარების გაცემა:
ა) სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მარტოხელა,
`საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ~ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელზე გასაცემი
მინიმალური სახელმწიფო პენსიის ან მარჩენალდაკარგულზე გასაცემი სახელმწიფო
კომპენსაციის ოდენობით;
ბ) `საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების
შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ~ საქართველოს
კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ 95
მშობელზე, რომელსაც დაეღუპა ორი ან მეტი შვილი, _ 55 ლარის ოდენობით
(თითოეულ გარდაცვლილ შვილზე);
9. 2010 წლისათვის ორგანიზებულად განსახლებულ ერთ დევნილსა და
ლტოლვილზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა განისაზღვროს 22 ლარის ოდენობით,
ხოლო კერძო სექტორში განსახლებულ ერთ დევნილსა და ლტოლვილზე გასაცემი
ყოველთვიური შემწეობა – 28 ლარის ოდენობით.
და ამ დროს ესეთი ხელფასები
მიმაგრებული სურათი