რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
14:18 25-11-2010
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გამოიწვია დასავლეთ საქართველოდან ხალხის შემოსვლამ .
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ სახალხო კრების მონაწილეებს რამდენიმე წუთის წინ შეუერთდნენ ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის, ქედის და გურიის სამივე რაიონის წარმომადგენლები. სწორედ მათ შემოერთებას მოყვა რუსთაველის გამზირის გადაკეთვა.
როგორც სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, ისინი იწყებენ შეუპოვარ პოლიტიკურ ბრძოლას და უკან დახევას არ აპირებენ.
"თუ როგორ დასრულდება სახალხო კრება, ეს ხალხზეა დამოკიდებული",-აღნიშნა ბათიაშვილმა.
წარმომადგენლობითი სახალხო კრება პარლმენტის წინ 15.00 საათზე დაიწყება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პირველ საჯარო სკოლამდე ტერიტორია უკვე ხალხით არის სავსე.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-gadaiketa.htmlპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის
14:35 25-11-2010
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის .
არც პარლამენტის წინ და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ ჩანს. რუსთაველის გამზირი კი, ხალხსი სიმრავლის გამო გადაკეტილია.
პარლამენტის წინ შეკრებილ სახალხო კრების მონაწილეებს ხალხის ნაკადი თანდათან უერთდება. ადგილზე არის მობილიზებული სახალხო კრების 150 სპეციალურ ფორმაში ჩაცმული პირი, რომლებსაც აწერიათ "სახალხო პატრული".
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, სახალხო პატრული გააკონტროლებს სიტუაციას და უზრუნველყოფს სიმშვიდის დაცვას.
პარლამენტის წინ უკვე მივიდა დღევანდელი სახალხო კრების წამყვანი გოგი ქავთარაძე. ასევე, საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ შორის - რეზო ესაძე და ირაკლი ბათიაშვილი.
........................
"ეროვნული ფორუმის" ლიდერები და რამდენიმე ასეული ადამიანი ვარდების მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან
14:34 25-11-2010
"ეროვნული ფორუმის" ლიდერები და რამდენიმე ასეული ადამიანი ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან .
სახალხო კრების მხარდამჭერებს კახა შარტავა, გუბა სანიკიძე, ირაკლი მელაშვილი და რევაზ შავიშვილი შეუერთდნენ.
"ფორუმის" ლიდერები კრების სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ კომენტარს ვერ აკეთებენ.
როგორც ჟურნალისტებს კახა შარტავამ განუცხადა, მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და მოისმენს, რა ვერდიქტი იქნება გამოტანილი სახალხო კრების მიერ და შემდეგ შეთანხმდებიან ამ ვერდიქტის აღსრულება ან არაღსრულების საკითხზე.
სახალხო წარმომადგერნლობითი კრება პარლამენტის წინ 15.00 საათზე დაიწყება.
რუსთაველის გამზირი ხალხის სიმრავლის გამო უკვე გადაკეტილია.
* * *

"ლეიბორისტული პარტია" სახალხო კრებას სოლიდარობას უცხადებს
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-uckhadebs.htmlდაენძრა მიშას