ხანძარი გურიის ტყეშიც გაჩნდა
19:04 16-11-2010
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში ტყის მასივი იწვის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რეგიონის სამაშველო და სახანძრო სამსახურები. ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.
სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, ცეცხლი ტყის ახლოს მდებარე სახლებზეც არ გადავიდეს, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საგანგაშო არფერია. მისი ცნობით, ტყეში გაჩენილია ლოკალური ხანძრები, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, რა რაოდენობის ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაჩნდა. ხანძრის კერები კვლავ რჩება ზეკარსა და თელავის რაიონის სატყეო უბნებზე.
ზეკარის ტყეში ხანძარის შედეგად, დაახლოებით, 17-18 ჰექტარი ფართობი დაიწვა. იქ ცეცხლის ერთ კერას აქრობენ. თელავის სატყეო უბანზე კი, დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი ტყის ფართობი. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ლიკვიდაცია ძნელდება.
ხანძარია ფასანაურისა და ბარისახოს სატყეო უბნებზეც, ზემო სვანეთში, აიფარის სატყეო უბანზე, აგრეთვე, საჩხერისა და ბაღდათის ტყეებში. სატყეო სააგენტოში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია რეგიონებში ტყის მასობრივი ხანძრები.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/15...ic-gachnda.html ეს ყველგან ერთ დროს როგორ გაჩნდა ხანძარი და წვიმები არ ყოფილა საქართველოში?
This post has been edited by lasha1997 on 16 Nov 2010, 20:48