თქვენ ხართ ერის გამყიდვლები, მოღალატეები, დაუნახავები და შევარდნაძის ნაშიერები

რა ქნას ამ კაცმა?
გზა დაგიგოთ (მერე რა რო ყოვე 20 მეტრში ორმოა, ყოველ 10 მეტრში ამოწეული ან ჩავარდნილი ლუქი და ყოველ 50 მეტრში "ჩაკერებული") - არ მოგწონთ
ევროპაში საერთაშორისო აეროპორი აგიგოთ (მერე რა რო ყველა ქარზე სახურავი ძვრებოდა და წყალი ასხამდა) - არ მოგწონთ
შადრევნები გაგიკეთათ (მერე რა რო გმირთა მოედანი ნახევარი წელი სახნავ-სათეს ტერიოტრიას ჰგავდა და ირწყვებოდა) - არ მოგწონთ
მსოფლიოს დაანახა რომ რუსეთი აგრესორია (მერე რა რო უკვე დაკარგულს კიდე მეტი მიემატა, ხალხი დაიხოცა და ომი წავაგეთ) - არ მოგწონთ
მაპზე მეტი მივიღეთ (მერე რა რო არავინ არ ვიცით რა არი ეგ "მაპზე მეტი" ) - არ მოგწონთ
მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ (მერე რა თუ საარჩევნო კოდექსი 9-ჯერ და სხვა კოდექსები 3-3-ჯერ + კონსტიტუცია 2-ჯერ თუ 3-ჯერ შეიცვალა და მაინც არაფერი ხეირი) - არ მოგწონთ
ინვესტიციები შემოდის ქვეყანაში (მერე რა თუ ბიზნესმენებს იჭერენ) - არ მოგწონთ
ბიუჯეტი ივსება (მერე რა თუ ფინანსთა მინისტრზე უკეთ მის შევსებას ვანო ახერხებს) - არ მოგწონთ
ბათუმი ჯობია მონაკოს, ბარსელონას, პარიზს, სვანეთი ალპებს, ჰიმალაის (მერე რა თუ არ ჯობია) - არ მოგწონთ
ყოველი დღე ისტორიულია საქართველოსთვის (ხანდახან ვფიქრობ იმიტომ ხო არა რო უკუათვლა წავიდა ჩვენი ქვეყნის დღეებისთქო...) - არ მოგწონთ
აბა რა გინდათ? შევარდნაძე? უშუქობა? უგაზობა? უწყლობა? გაი გინდათ პატრულის ნაცვლად? რკინის კაცი გირჩევნიათ ვანიჩკას? დანგრეული საავადმყოფოები ჯობია 100 ახალ კლინიკას? რუსეთის დაკრულზე ცეკვა გინდათ? გრეჩიხა ჯობდა? ასფალტი ვჭამოთ? შენ დაუკა?
დაუნახავები ხართ რა, დაუნახავები!

P.S. ასფალტს რაც შეეხება, თუ არ მოგწონთ, ნუ ივლით © კარდუ