http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...i-vishvile.htmlრუსული გამოცემის "ნოვაია გაზეტას" კულტურის ამბების მიმომხილველი ლარისა მალიუკოვა საქართველოში ვიზიტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი თბილისში რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში ,რუს კინორეჟისორებთან და კრიტიკოსებთან ერთად ჩამოვიდა .
როგორც მალიუკოვა სტატიაში წერს, როცა ფესტივალის ორგანიზატორებმა უთხრეს, პრეზიდენტი სადილზე გეპატიჟებათო, იფიქრა, რომ ფესტივალის პრეზიდენტისგან, ელდარ რიაზანოვისგან მიიღო მიწვევა.
"აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გვეპატიჟებოდა. 5 წუთში რეჟისორი მე, ნანა ჯორჯაძე (ის პრეზიდენტს კარგად იცნობს, პრეზიდენტის დედა და ჯორჯაძე ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ), რეჟისორი ალექსეი ფედორჩენკო მეუღლესთან ერთად, აეროპორტში მივქროდით", _ წერს მალიუკოვა.
ჟურნალისტი წერს, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავში სააკაშვილმა ბათუმში ახალ წელს ჩატარებული კონცერტიდან კადრები უჩვენა.
"ვეკითხები: ახლა, როცა ბათუმს ზევიდან უყურებთ, თვალები გინათებთ, ასე გიყვართ ეს ქალაქი? მიპასუხა: "დიახ, მე ბათუმი ვაჟიშ... არა ქალიშვილად გავიხადე, ის ხომ გოგონაა", _ წერს მალიუკოვა.
ჟურნალისტი წერს, რომ პრეზიდენტმა სტუმრები ერთ-ერთ რესტორანში მიიპატიჟა. საუბარი ქართველ საოპერო მომღერლებს და ბათუმში კინოთეატრის დახურვასაც შეეხო.
"საინტერესო ფენომენია: ქართველები ოპერაში დადიან, კინოში _ არა. რატომ? შესაძლოა, იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმის დრო დადგა, კინოს ყურება სახლშიც შეიძლება. ქართველებს კინოს გადაღება უყვართ, ყურება _ არა. აი, ბათუმშიც კარგი კინოთეატრი იყო, მაგრამ მაყურებელი არ დადიოდა და იძულებულები გავხდით, დაგვეხურა. სამაგიეროდ, ოპერის შენობა განვაახლეთ", _ უთხრა პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტს.
ლარისა მალიუკოვას სტატია "ნოვაია გაზეტას" 17 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
ბათუმს სქესი აღმოაჩდა

და მამიკო გამოუჩდა

ნეტავ თბილისი ვინაა და რა სქესის?