შარტავას მაგივრად გუბაზი დააყენონ ეროვნული ფორუმის თავმჯდოამრედ
პირველი სკრიპკა მაინც გუბაზია, რომელ ფლეიტაზეც მიუთითებს იმას უკრავს შარტავაც
გუბაზ სანიკიძემ ხალხს დიდი ქართული შეთქმულების მოწყობისკენ მოუწოდა
17:09 19-11-2010
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ კალათბურთის სასახლეში შეკრებილ ხალხს, დიდი ქართული შეთქმულების მოწყობისკენ მოუწოდა .
როგორც მან განაცხადა, ხალხმა უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეს ისტორია და წინაპრების გადაწყვეტილებები უნდა ახსოვდეს. გუბაზ სანიკიძის თქმით, "ეროვნული ფორუმი" დღეიდან ერთვება 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ დაგეგმილი შეკრების ორგანიზების საკითხებში და კონსულტაციებს იწყებენ სახალხო კრებასთან.
მისი თქმით, დღეს დიდი საქმის გაკეთების სურვილია და თუ ეს სურვილი და ნება არსებობს, საქმეც გაკეთდება.
ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ სახალხო კრებას "ეროვნული ფორუმიც" შეუერთდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...n-moutsoda.htmlალბათ ხალხი თუ არ მივიდა მერე საქონელს უწოდებს დიადი გუბაზი
ნინო ბურჯანაძე - თუ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა ძალამ ხალხს უმტყუნა, ხალხი მას სააკაშვილს მიაყოლებს
16:27 19-11-2010
"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ "ეროვნული ფორუმის" გარდა, სახალხო კრებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან .
მისი თქმით, თუკი ქუდზე კაცი გამოვა და ქართველი ხალხის ხმას გააგონებს ხელისუფლებას, ის სწრაფად დამთავრდება. მისი განცხადებით, უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ ოპოზიციამ ხალხს ხვალინდელი დღის, ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივა მისცეს.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ძალამ, რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მივა, ხალხს არ უნდა უმტყუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ამ ძალას სააკაშვილს მიაყოლებს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიესალმა "ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილებას, სახალხო კრებასთან შეერთების თაობაზე და აღნიშნა, რომ მას კრების ყოველთვის სჯეროდა.
მისი განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბის იდეა იყო ერთი წლის წინ, რომ ხალხი შეკრებილიყო და ხელისუფლებისათვის, რომელიც ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, განაჩენი გამოეტანა.
დღეს ვერის ბაღის კალათბურთის დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ "ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებას შეუერთდა, რომლის ჩატარებაც 25 ნოემბრისთვის იგეგმება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-miayolebs.htmlძალაზეა ნინოიე, ეტყობა კრემლი დახმარებას დაპირდა
სოზარ სუბარი - როდესაც ხალხი ხელისუფლებაზე გამწარებულია, ქმედითი ნაბიჯების არგადადგმის უფლება არ გვაქვს
16:54 19-11-2010
"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, მაშინ როდესაც ხელისუფლებაზე ხალხი გამწარებულია, მათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების არგადადგმის უფლება არ აქვთ .
სოზარ სუბარმა კალათბურთის სასახლეში გამოსვლის დროს ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე და იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებსაც ხელისუფლება დევნის. მისი თქმით, ამ ფონზე ოპოზიციამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
სუბარი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, რომ დიდი ტორტის პატარა ნაწილი მაინც "დაითრიოს" და ებღაუჭება ძალაუფლებას, მეორე ნაწილი კი – ცდილობს ხელისუფლების დამთავრებას და ძალაუფლების ხალხისათვის გადაცემას. ამ ნაწილში არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიციის თანხმობა მიღწევადია.
კალათბურთის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა უკვე დასრულდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-ar-gvaqvs.htmlერთი დიდი ცოცხი უნდა ამ ქვეყანას, რომ ამათ მსგავსი რენეგატებისგან გაიცოცხოს
ლუსტრაციის კანონი დაიდოს