http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...avrceleben.htmlპორტუგალიური ყოველდღიური გაზეთი ”Correio da manha" ”("მორნინგ პოსტი”) ადასტურებს ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებულ სკანდალს, რომელიც ლისაბონის სასტუმრო "ტიარაში" 19 ნოემბერს მოხდა .
როგორც გაზეთის რედაქტორის მოადგილე ერმანდუ პერეირა "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, გამომცემლობამ ინფორმაცია, რომ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალბატონი მიიწვიეს და წვეულება მოაწყვეს, პორტუგალილი პოლიციალებისგან მოიპოვა.
"ამ თემაზე ჩვენი გაზეთის ორი ჟურნალისტი მუშაობდა. მათ ეს ინფორმაცია იმ რამდენიმე პოლიციელისგან მოიპოვეს, რომლებიც სასტუმროში დელეგაციების უსაფრთხოებას იცავდნენ და უნებლიედ გახდნენ მეძავეებთან დაკავშირებული ინცინდენტის უშუალო თვითმხილველები. სწორედ მათგან შევიტყვეთ, რომ ქართველების წვეულებამ და ხმაურმა პრეზიდენტი სარკოზი შეაწუხა, ინციდენტზე ოფიციალური საქმე არ აღძრულა. ქართველებს დანაშაული ხომ არ ჩაუდენიათ?! მათ გოგოები დაპატიჟეს და წვეულება მოაწყვეს. პორტუგალიაში ეს ლეგალურია".- ამბობს ”Correio da manha"-ს რედაქტორის მოადგილე.
თუმცა, გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სასტუმრო "ტიარას" ადმინისტრაცია. სასტუმროს გენერალური მენეჯერი კონცეიშაო რიბეირო "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატია თავიდან ბოლომდე სიცრუეა.
"მე წავიკითხე სტატია, მაგრამ ამ ამბავში ჩაღრმავების სურვილი არ მაქვს, რადგან აქ არაფერი მომხდარა. მე გენერალური მენეჯერი ვარ, სასტუმროში ვცხოვრობ, აქ 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი და გარწმუნებთ, რომ არანაირ ინციდენტს ადგილი არ ქონია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია",-აღნიშნა მან.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს "მორნინგ სთარის" რედაქტორის მოადგილე. "მესმის, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია უარყოფს ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, სიმართლეა",- აღნიშნა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.