დიქტატურა ნე პრაჲდჲოტ.
სააკაშვილის ობამასთან შეხვედრა მილიარდზე მეტი დაუჯდა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ქართველ კოლეგას გამოუცხადა - "მომავალში შენ ვერ იქნები პრემიერ-მინისტრიო"
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-24112010.html"ობამას შეხვდა, სარკოზის შეხვდა, მერკელს დერეფანში გაესაუბრა, ვიღაცას თვითმფრინავში ხელი ჩამოართვა - ხალხო, ეს პროვინციალიზმია! ამ პროვინციალიზმს კი ჩვენი ხელისუფლება ნერგავს. ეს დაახლოებით იმას მაგონებს, ადრე კრემლში რომ ჩამოდიოდნენ ჩვენი ცეკას მდივნები და იქ იტყოდნენ, აი, ბრეჟნევს შეხვდა, ხრუშჩოვს ან გორბაჩოვს. ობამა ხვდება ყველას და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისთვის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლები, ნახევარ საათზე მეტს არ გითმობს და ამ დროის განმავლობაში რაზეც ისაუბრეს, ისიც ზუსტად ვიცი. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ობამამ სააკაშვილს პირდაპირ განუცხადა, მომავალში შენ ვერ იქნები პრემიერ-მინისტრიო. ჩემთვის ეს ინფორმაცია ისევ და ისევ ამერიკელებისგან გახდა ცნობილი", - აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ამერიკა საქართველოსთვის ახალ პრეზიდენტს ეძებს.
"მე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს ამერიკელებისგან, რომ ობამამ სააკაშვილს განუცხადა - ის ვეღარ იქნება პრემიერ-მინისტრი და ურჩია, პროცესები წაიყვანოს იქითკენ, რომ ის პრემიერ-მინისტრი აღარ იყოს, რაზეც სააკაშვილის პასუხი იყო ასეთი: მე რომ დღეს გამოვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრი არ ვიქნები, მაშინ ერთ დღეში ხელისუფლება დაინგრევა, ამიტომ მომეცით ცოტა დრო, რათა განსაზღვრული ხნის შემდეგ განვაცხადო, რომ აქტიურად აღარ ვიქნები ქართულ პოლიტიკაშიო. აი ეს იყო და ეს. დღეს საუბარი, რომ ობამა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეჰპირდა, ტყუილია. ეს არის სისულელე და დაბალი რანგის ადამიანებისთვის განკუთვნილი რამ... ეს ინფორმაცია მომაწოდეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სხვათა შორის, ორმა კონგრესმენმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შემდგომში ეს ინფორმაცია დამიდასტურა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა, ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ საგარეო საკითხებში და საქართველოში ამ ინფორმაციის გახმაურებას არავინ აპირებდა. ამას უახლოესი მომავალიც გვიჩვენებს. რადგან სააკაშვილს თუ ჭკუა აქვს, გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას", - ამბობს სანდრო ბრეგაძე და დასძენს:
"სააკაშვილს ერთი რამ უთხრეს გარკვევით, რაც მისთვის მისაღები უნდა იყოს, რომ ყოველგვარი ძალადობის, დაპატიმრებისა და მისი გარემოცვის განადგურების გარეშე წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. მისი გუნდი განსაზღვრულ დონეზე დარჩება პოლიტიკაში, ოღონდ არა უმრავლესობაში. შენ რაც უნდა ამერიკის მეგობარი იყო, მათ აქვთ დემოკრატიული პრინციპები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევენ".
"ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ობამასთან შეხვედრა, რომელიც არ ყოფილა ერთი-ერთზე შეხვედრა, რამე საიდუმლო გეგმებზე ან ნაბიჯებზე საუბარს არ დათმობია. ეს იყო დელეგაციის შეხვედრა დელეგაციასთან. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ რუსეთთან ურთიერთობის გამო არ მოხდება ღალატი საქართველოს დემოკრატიული ინტერესებისა", - წერს "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის წინ და უკან სირბილში მილიონები იხარჯება.
გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - "გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს ობამასთან შეხვედრა მილიარდი დოლარი დაუჯდა. ასეთი შეხვედრები და რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა შეუნარჩუნებს თუ არა სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტს და დაეხმარება თუ არა მას 2013 წლის შემდეგ პრემიერის სავარძელში გადაჯდომაში?" - ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე პასუხობს:
"მიხეილ სააკაშვილს მილიარდი კი არა, გაცილებით მეტი დაუჯდა ობამასთან შეხვედრა, რათა მისგან მოესმინა ის შეგონება, რომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა და გადადგეს პოსტიდან. ეს რომ წარმატებული შეხვედრა ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საყვირების ცემა იქნებოდა დღემდე სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მხრიდან ამ წარმატებული შეხვედრის შესახებ და როგორ გვექნებოდა ყურები გამოჭედილი ამ პიარის შედეგად. აი, ეს შეხვედრა გაიმართა და სააკაშვილს უთხრეს ამ შეხვედრაზე, შენ უნდა წახვიდე პრეზიდენტის თანამდებობიდანო. რაც შეეხება მილიარდებს, სააკაშვილის ლობისტურმა კომპანიებმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჩვენს ხარჯზე აფინანსებს არანორმალურად გაზრდილი გადასახადების საშუალებით გაზზე, წყალზე, ელექტრონერგიაზე, ეს ფული, შეიძლება ითქვას, წყალში იყრება. ეს ცნობილი ლუქსმნისა და მისი ძმების კომპანიაა, რომელიც მხოლოდ ამ შეხვედრაზე არ მუშაობდა. ამ პიარკამპანიის მესვეურები მუშაობდნენ იმაზეც, რომ სააკაშვილს ობამასთან შეხვედრის შემდგომ მოწვევები მიეღო სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან. ამაზე კი იხარჯებოდა არაერთი მილიარდი".
:გიხაროდენ:
This post has been edited by Geronti on 24 Nov 2010, 21:57