რამე პოლიტიკური ეწერა იმ თემაში? ან ამაში?
იმის გარდა რომ თავი აარტყა თვითმფრინავიდან გასასვლელს?
არაფერი.
ანუ არის ტიპიური "უშინაარსო (საღლაბუცო) თემა".
გიცნობთ როგორც იუზერს და ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ეს ასეა.
თუმცა "ღამის თემად" მისი არსებობა მისაღები იქნებოდა ჩემთვის, რომ მოგეწერათ.
ამის მაგივრად გახსენით ხელახლად, რაზეც თქვენს სტილში არ ვიმოქმედე (ჯიქურ ხელახლად დახურვას ვგულისხმობ) და დაგეკონტაქტეთ PMით.
რაც კრახით დასრულდა.
(PMში გწერდით, მაგრამ ვნახე აქაც იგივე კითხვა დაგისვამთ და ბარემ საჯაროდ გიპასუხეთ).
პ.ს. შეგიძლიათ ეს ვიდეო დადოთ "მიშას საოჯახო ალბომში" და იქ განაგრძოთ.
ჩემი გადაწყვეტილება ძალაში რჩება.