#40416108 · 31 Mar 2014, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეუფე იობი ყველაზე ძლიერი მღვდელთმთავარია დღეს - ყველაზე მოღვაწე და სუფთა (ღმერთმა უშველოს ყველა დაფარული ღვაწლის მქონეთ). მისი რეზიდენცია სოფლის სახლია ტყეში სადაც ორხიდიანი მანქანა თუ არ გაქვს ვერ მიაღწევ. მან ააშენდა აამოქმედა ათობით მონასტერი. რაც შეეხება მის რუსეთუმეობას ან პროამეტიკელობას -ორივე სისულელეა -ეს არის დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვინც შეპყრობილი არ არის საგარეო ორიენტაციის სულით და მხოლოდ ეროვნული და ქრისტიანული აწუხებს.
თავისებური ბუნება აქვს -მართლისმთქმელია და ამიტომ ის ბევრს არ უყვარს... უყვართ მხოლოდ იმათ ვინსაც პირადი ინტერესი მასსავით გვერდზე აქვს გადადებული. მის განსაკუთრებულ ავტორიტეტის გამოყენებას ხშირად ცდილობენ პოლიტიკოსები - ყველა, და ვიდრე სჭირდებათ ეტმასნებიან. მათ შორის მიშა სააკაშვილიც კი ჩადიოდა მასთან, მონასტერშიც კი იყო თურმე დარჩენით.
ის არასდროს უშვებს წიგნს ხელიდან მუდმივად კითხულობს.
ის არასდროს არავისგან არაფერს ითხოვს.
მან არ აიღო ხელისუფელბის მიერ დარიგებული პრადოები.
ზრდის უსახლკარო ბავშვებს.
როცა ეპარქია შეუკვეცეს, მისი ეპარქიის მიღმა დარჩენილი ყველა სასულიერო პირი მასთან წამოვიდა... ბერ-მონოზვნებმა მიატოვეს მათ მიერ სისხლჩაქცეული გამშვენებულ - მოვლილი აშენებული მონასტრები და ტაძრები დღეს ქოხებში ცხოვრობენ... (მათ შორის დედა თამარმა, რამდენადაც ვიცი მონასტრის ასაშენებლად საკუთარი უძრავი ქონება გაყიდა, შემდეგ კი მშვიდად წამოვიდა და ყველაფერი ახალ მღვდელთმთავარს გადააბარა).
|