ციტატა სტატიიდან თბილისის პრესაში:
"ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. თუ ექსპერტები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამით მარცვლეული კულტურის ქართული ჯიშების გადაშენება მოხდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირიქით, ირწმუნებიან, რომ ეს აქცია დადებით შედეგს მოიტანს. უფრო მეტიც, კვეზერელის უწყებაში აცხადებენ, რომ "ყველა ის ადამიანი თუ სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ პროგრამის განხორციელებას არიან გაუთვითცნობიერებულები ან პირადი ინტერესების გამო, იცავენ რუსული (საბჭოთა) წარმოების გაურკვეველ ჰიბრიდებს".
მარცვლეული კულტურის, კერძოდ კი, სიმინდის თესლის ამერიკიდან შემოტანასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები უკვე დიდი ხანია ისმის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი თესლით სიმინდის მოყვანას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, თუ ჰიბრიდული თესლით მოყვანილი სიმინდი ტრადიციულ ქართულ, ჯიშის სიმინდის ყანისგან, დაახლოებით, 150 მეტრით არ იქნა მოშორებული, მოხდება დამტვერვა და ჰიბრიდი ქართული ჯიშის სიმინდის გადაშენებას გამოიწვევს".
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=4530კითხვა მაქვს: არ შეიძლება, რომ ეს უკვე გადაჯიშებული "ექსპერტები" გადაშენდნენ და დაგვასვენონ?
ვისაც საკითხი აინტერესებს, აქ საკმაო ინფორმაციაა:
ჰიბრიდული სიმინდი- მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა
http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2011&art=3632(მართალია, საქართველოს რესპუბლიკაშია, მაგრამ მავანი მეცნიერი აწერს ხელს მაინც და...)სიმინდის სამშობლო მექსიკაა, ეს კულტურა წარმოიშვა 3 ათასი წლის წინათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. უძველეს ხალხებს სიმინდი მიაჩნდათ მაგიური თვისებების მქონე ღვთიურ მცენარედ. სიმინდი ამერიკის უძველესი მოსახლეობის ცივილიზაციის საფუძველი იყო, როგორც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი მორგანი აღნიშნავს. კაცობრიობის პროგრესში სიმინდმა გაცილებით დიდი როლი შეასრულა, ვიდრე ერთად აღებულმა თავთავიანმა კულტურებმა.
სიმინდი ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში X| საუკუნის დამლევს შეიტანეს. სიმინდი საქართველოში, როგორც ცნობილი მეცნიერი ლეონარდ დეკაპრელევიჩი აღნიშნავს, ესპანეთიდან X||| საუკუნის პირველ ნახევარში შემოიტანეს და აქედან გავრცელდა უკრაინასა და რუსეთში.
სიმინდის კულტურის ჯიშების ჰიბრიდული სიმინდით შეცვლის იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაისახა. ამ ქვეყანამვე დაუდო საფუძველი ახალი კულტურის - ჰიბრიდული სიმინდის ფართოდ წარმოებას და სიმინდის მოსავლიანობის 50-80(-ით გადიდებას, აგრეთვე სხვა მარცვლეულ კულტურებთან (ხორბალი, ქერი, ჭვავი, ტრიტიკალე, ბრინჯი, შვრია) შედარებით, მაღალპროდუქტიულ მცენარედ შექმნას.
სიმინდის მცენარის წარმოშობა დაკავშირებულია ბუნებრივ ჰიბრიდიზაციასთან და მუტაციურ მოვლენებთან, ხოლო ეს მცენარე კულტურად ჩამოყალიბდა ბუნებრივი გადარჩევით და ხალხური სელექციით. ამიტომ კაცობრიობა სიმინდის კულტურად ქცევას ხალხურ სელექციას უნდა უმადლოდეს. ჰიბრიდული სიმინდის მიღება დაკავშირებულია ხელოვნურ ჰიბრიდიზაციასთან და მეცნიერულ სელექციასთან. მსოფლიო მეცნიერება და, საერთოდ, კაცობრიობა ჰიბრიდული სიმინდის ხელოვნურად მიღებას, მის ახალ კულტურად აღიარებას და მის სათესლე მასალად გამოყენების შესაძლებლობას უნდა უმადლოდეს ამერიკის შეერთებული შტატების სიმინდის გენეტიკოსებსა და სელექციონერებს და შემდგომში სხვა ქვეყნებში მომუშავე გენეტიკოსებს და სელექციონერებს, კერძოდ საქართველოში მსოფლიო დონის მეცნიერის პროფესორ ლეონარდ დეკაპრელევიჩს და მისი სკოლის სელექციონერებს.
ჰიბრიდულმა სიმინდმა, როგორც მაღალმოსავლიანმა, სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და გამოყენებით მრავალფეროვანმა კულტურამ ხორბლისა და ბრინჯის შემდეგ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო მიწათმოქმედებაში. იგი უნივერსალური სასურსათო საკვები, მრეწველობის სხვადასხვა დარგის ნედლეული და სამკურნალო მცენარეა. ამის გამო მკვეთრად გაიზარდა მასზე მოთხოვნილება. თუ გასული საუკუნის პირველ ნახევარში სიმინდისაგან 165 დასახელების პროდუქტი მზადდებოდა, იმავე საუკუნის 75-80-იან წლებში სიმინდისაგან წარმოებულ პროდუქტთა რიცხვმა 500-ზე მეტ დასახელებას გადააჭარბა. ჰიბრიდული სიმინდიდან ახალ-ახალი სახის პროდუქტის ჩამონათვალი ყოველწლიურად მატულობს.
ჰიბრიდული სიმინდი, აგრონომიული თვალსაზრისით, "მორჩილი", პლასტიური და კარგი "მასპინძელი" კულტურაა, ამავე დროს არ არის "წუნია" მცენარე. კარგი წინამორბედი კულტურაა, ე.ი. ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის და აგრეთვე თავისთვისაც ძვირფასი წინამორბედია. იგი, როგორც სათოხნი კულტურა, კარგად "ებრძვის" სარეველა მცენარეებს და შემდგომი კულტურისათვის ნიადაგის ზედაპირს ასუფთავებს სარეველა მცენარეებისაგან. ამავე დროს სიმინდი ნიადაგში ტოვებს დიდი მასის ფესვთა სისტემას და ღეროს ანარჩუნებს, რომელთა მინერალიზაციით მიიღება მნიშვნელოვანი რაოდენობით მცენარისათვის შესათვისებელი საკვები ნივთიერებები. ამით, სიმინდი არაპირდაპირ "მასპინძლობს" და "მონაწილეობს" მომდევნო კულტურის მოსავლიანობის გადიდებაში. ამითაც უნდა აიხსნას მისი "მონოკულტურობის" კარგი უნარი მიწათმოქმედების სისტემაში, ე.ი. სიმინდის ერთსა და იმავე ნაკვეთზე ზედიზედ თესვით კარგი მოსავლის მიღების შესაძლებლობა (ამის კლასიკური მაგალითია დასავლეთ საქართველო და ზოგიერთი სხვა ქვეყანა), თუმცა უმჯობესია კულტურათა მორიგეობა. ჰიბრიდული სიმინდი პლასტიური კულტურაა, არ არის "წუნია" კარგად ეგუება და ხარობს თითქმის ყველა ტიპის, ქიმიური შედგენილობის და სტრუქტურის ნიადაგურ პირობებში. კარგად რეაგირებს მოვლა-მოყვანის მაღალ აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, ადამიანის შესაბამის შრომას უპასუხებს უფრო მეტი რაოდენობით მარცვლისა და ჩალის მიღებით. მიჩნეულია, რომ სიმინდს ასეთი შესაძლებლობები უფრო მეტი აქვს და დღეს მისი შესაძლებლობის 60 პროცენტიც არ არის გამოყენებული.
ჰიბრიდული სიმინდი, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამოირჩევა მაღალი ფოტოსინთეზური აქტივობით და ითვლება ფოტოსინთეზის პროცესში მზის სხივური ენერგიის კარგ გამომყენებელ მცენარედ.
ჰიბრიდული სიმინდი ისეთი მცენარეა, რომლის ყველა ნაწილი: მარცვალი, ღერო, ფოთოლი, ტაროს ნაქუჩი, ფუჩეჩი, "ულვაშები" და აგრეთვე გადამუშავებიდან დარჩენილი პროდუქტები (ქატო, ბურღული, კოპტონი, ალაო და სხვა) გამოყენებულია. ამის გამო სიმინდი მიჩნეულია ეგრეთ წოდებულ "უნარჩენო კულტურად".
ჰიბრიდული სიმინდი ძვირფასი ქიმიური ნივთიერებების საუკეთესო ბუნებრივი ბიოლოგიური "აკუმულატორია". მისი მარცვლის ქიმიური შემადგენლობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს: სახამებელი (72(), პროტეინი (10-12(), ზეთი (4,4(), ცელულოზა (25(), შაქარი (1-3(), ნაცარი (12(). ყვითელმარცვლიანი სიმინდი ერთ-ერთი კულტურაა, რომლის 100 გრამ მარცვალში 3,2-9,0 მილიგრამი კაროტინია, რომელიც წარმოადგენს "ფ" ვიტამინის წყაროს.
ჰიბრიდული სიმინდის 1 ტონა მარცვალი იძლევა: 650 კგ სახამებელს, 90 კგ პროტეინს, 70 კგ ცელულოზას, 40 კგ. ზეთს, 30 კგ სხვადასხვა ნივთიერებას და 120 კგ. წყალს ერთ ჰექტარზე საშუალოდ შეიძლება მივიღოთ: 2,0 ტონა სახამებელი, 0,3 ტონა პროტეინი, 0,23 ტონა ცელულოზა, 0,12 ტონა ზეთი და საკმაო რაოდენობით სხვა ძვირად ღირებული არაორგანული ქიმიური ნივთიერებები.
ჰიბრიდული სიმინდი მრავალმხრივი გამოყენების კულტურაა და წარმოადგენს: ადამიანის სასურსათო პროდუქტს - უპირველეს ყოვლისა ფქვილი და ღერღილი (სიმინდის მჭადის, ღომის, ბატიბუტის და სხვა საჭმელების დასამზადებლად), მისი ფქვილი გამოიყენება ხორბლის და ჭვავის ფქვილში შესარევად სხვადასხვა სახის ნამცხვრების დასამზადებლად, რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფის ტაროს და აგრეთვე მომწიფებული მარცვლის მოხარშული ან შემწვარი სახით გამოსაყენებლად, კონსერვების დასამზადებლად და სხვა.
ჰიბრიდული სიმინდი ცხოველთა კვების რაციონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა, რომლის გამოყენება ხდება მარცვლის რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფეში სილოსის სახით, მწვანე მასის და ჩალის სახით, ჩალის და ნაქუჩის დაღერღილი ან ფქვილის სახით, სიმინდის გადამუშავების შედეგად მიღებული ანარჩენი მასალის დასილოსებული მასის სახით, ქატოს, კოპტონის და სხვათა სახით. საკვები კონცენტრატების თანამედროვე ტექნოლოგიაში ჩნდება ახალ-ახალი შესაძლებლობები ჰიბრიდული სიმინდის საკვებად გამოსაყენებლად.
ჰიბრიდული სიმინდი მნიშვნელოვანი კულტურაა მრეწველობისთვის. ფქვილის, ლუდის, სპირტიანი სასმელების, ზეთის, ქაღალდის, ფეთქებადი ნივთიერებების, სამშენებლო მასალების, საპონის, წებოს და სხვა მრავალი პროდუქტს გარდა, იზრდება მასზე მოთხოვნილება ისეთ დარგებშიც, როგორიცაა ფარმაცევტული, საფეიქრო და ცელულოზის წარმოებებში.
ჰიბრიდულმა სიმინდმა, ფართო და მრავალმხრივი გამოყენების გამო, მსოფლიო ბაზარზე დაიმკვიდრა წამყვანი და მნიშვნელოვანი ადგილი და იქცა სტრატეგიული პროდუქტების მომცემ კულტურად, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ხშირ შემთხვევაში ნავთობის და შეიარაღების წინ დგას.
აღნიშნულიდან ნათელია, რომ ჰიბრიდული სიმინდი ეფექტიანი და მრავალმხრივ გამოსაყენებელი კულტურაა და მის წარმოებაზე დაბანდებული კაპიტალი მკვეთრად დიდ მოგებას იძლევა.
ამრიგად, ჰიბრიდული სიმინდის ნათესების გადიდება უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად. ამავე დროს ჩვენს ქვეყანაში მოსავლიანობის გადიდების ძირითად საშუალებად უნდა იქცეს ამ კულტურის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდული სიმინდის ნათესების გაფართოება. გარდა ამისა, სიმინდის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ უფრო ფართოდ და მაღალხარისხოვნად, რათა ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობის პოტენციური შესაძლებლობის გამოყენების ზღვარი გასცდეს 60(-ს და მიუახლოვდეს 100(-ს. მეცნიერულმა კვლევებმა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიმინდის კულტურის მარცვლის მოსავლიანობის ასეთ ნიშნულამდე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი, უფრო მეტად მაღალი მოსავლიანობის პოტენციური შესაძლებლობის მქონე ჰიბრიდული სიმინდის თესლის თესვით. ამ იდეას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში და საკუთარი წარმოების ჰიბრიდები 60-70-იან წლებში საკმაოდ ფართოდ ითესებოდა.
საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის შემოტანა და მისი მასობრივად თესვა ახალი მოვლენა არ არის. იგი დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში გასული საუკუნის 80-იან წლებში. საქართველოში სხვადასხვა დროს შემოტანილი სხვა ქვეყნებში (აშშ, იუგოსლავია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, იტალია და სხვა) შექმნილი ჰიბრიდული სიმინდის სხვადასხვა ტიპის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ყოფილი სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის 40-ზე მეტ სადგურში შესწავლის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ნიშან-თვისებათა კომპლექსური მაჩვენებლებით უპირატესობას ავლენენ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანია "პიონერის" მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდები.
საქართველოში უკანასკნელ წლებში კომპანია "პიონერის" სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდების, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შესწავლის შედეგების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ამ სამინისტროს სააქციო საზოგადოება, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ მიმდინარე წლიდან დაიწყო აღნიშნული კომპანიის 4 მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის ფართო მასშტაბით თესვა-მოყვანის პროგრამის განხორციელება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.
საქართველოში სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიზანია სიმინდის მოსავლიანობის დონისა და ხარისხის ზრდა.
კომპანია "პიონერი", რომელიც დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს ჰიბრიდული სათესლე სიმინდის 30(-ს ფლობს და ამ დარგში მსოფლიოს წამყვან ბრენდად ითვლება, 1926 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი იყო ჰენრი უოლესი, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრი და შემდგომში ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოში შემოტანილი ჰიბრიდები არ არის გენმოდიფიცირებული, მიღებულია სელექციის კლასიკურ-ტრადიციული მეთოდების გამოყენებით და წარმოადგენენ მარტივ ხაზთაშორის ჰიბრიდებს და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციას იძლევა.
საქართველოში შემოტანილ კომპანია "პიონერის" ჰიბრიდებს მაღალმოსავლიანობის და ჩვენს პირობებში სტაბილური მოსავლიანობის პარალელურად, ახასიათებთ შემდეგი ძლიერი უპირატესობები: მცენარეზე ფოთლების აზიდული განწყობა, მარცვლის სრული სიმწიფის შემდეგ მწვანე ფერის შენარჩუნება, ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარება, გვალვაამტანობა, ჩაწოლისა და დაავადებისადმი გამძლეობა, ადაპტაციის კარგი უნარიანობა, სტაბილური მოსავლიანობა, მომწიფებულ მარცვლიდან ტენის სწრაფი დაკარგვის უნარი, მარცვლის მაღალი ხარისხი და შედარებით ადრეულობა, რომელთა სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა ჰიბრიდების მიხედვით შეადგენს 90-130 დღეს. კარგად იტანენ მცენარეთა დგომის სიხშირეს. თითოეული მცენარე ხშირ ნათესში, საშუალოდ ინვითარებს კარგად განვითარებულ ერთ ტაროს, ჩვენს პირობებში იძლევა ჰექტარზე 10-16 ტონა მარცვლის მოსავალს.
კომპანია "პიონერის" ჰიბრიდების თესვის ნორმად რეკომენდებულია 60-65 ათასი აღმოცენების უნარიანი, მარცვლის თესვა 1 ჰექტარზე მცენარეთა კვების არე რიგებს შორის 70 სმ, რიგში მცენარეთაშორის 18 სმ (70X18).
:არ შეჭამოთ, მოიწამლებით:
This post has been edited by Geronti on 23 Mar 2011, 18:08