ბურჯიკა რომ არ იყოს იქ საფრთხობელასავით და კიდევ ერთი ორი კაი იქნებოდა მარა....
პრესა გე სულ სხვა რაღაცას იუწყება.
http://www.presa.ge/new/?m=news&NID=2636კახა შარტავა - "ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებასთან ერთად მუშაობას განაგრძობს
20:26 26.11.2010
[ინტერპრესნიუსი]
"ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებასთან ერთად მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა.
მისი თქმით, სახალხო კრების ოფისში ლიდერებმა დღეს იმსჯელეს მიმდინარე პროცესზე და იმაზე, რომ სახალხო კრების გაფართოებული სათათბირო ორგანო უახლოეს რამდენიმე დღეში შეიკრიბოს. შარტავას მტკიცებით, სახალხო კრებაში არანაირი უთანხმოება არ არის და "ფორუმი" გამოცხადებული გეგმით მუშაობას განაგრძობს.
პარლამენტთან დღეს გამართულ სახალხო კრების მხარდამჭერთა აქციაზე კახა შარტავამ განაცხადა, რომ სჭირდებათ რამდენიმე დღე გადაწყვეტილების მისაღებად, გააგრძელებს თუ არა მუშაობას "ეროვნული ფორუმი" სახალხო კრებასთან ერთად
This post has been edited by namo on 26 Nov 2010, 23:28