ფილმით გვამცნობენ.

------------------------------------------------------------------
http://police.ge/index.php?m=8&newsid=180707.12.2010: დაკავებულები არიან 2010 წლის სექტემბერ–ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტების სერიის ორგანიზებაში ბრალდებულები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებაში და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 2010 წლის 4 დეკემბერს დაკავებულ იქნენ:
1. გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე;
2. ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
3. მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი;
4. გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას;
5. გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე;
6. ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.
ამავდროულად, ძებნა გამოცხადდა სხვა ეჭვმიტანილებზე, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონში იმყოფებიან:
1. მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად 'კოჭოია~ (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი;
2. მუხრან გიორგის ძე ცხადაია (დაბ. 1962 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი, (2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისათვის).
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს:
1. 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე 'ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი.
2. 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან;
3. 2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს;
4. 2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან;
5. 2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში _ ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
http://police.ge/index.php?m=8&newsid=1807 This post has been edited by GT on 7 Dec 2010, 12:53