გასაიდუმლოებული ხელფასები
საქართველოს მთავრობაში ზოგიერთ თანამდებობის პირს საკუთრებაში მქონე უძრავი ქონება იმის მიუხედავად არ აქვს, რომ  მათი ყოველწლიური შემოსავალი საკმაოდ დიდი და არაპროპორციულია. მაგალითად, 
თბილისის მერის, გიგი უგულავას შემოსავალი 2009 წელს (2009 წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის) დეკლარაციის მიხედვით, 93 ათას 456 ლარი იყო, მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი 59 ათასი ლარია. 
ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს, 2009 წელს სამუშაოს შესრულებით მიიღო 76 ათასი ლარის შემოსავალი. 
გრიგოლ ვაშაძემ 86 ათას 430 ლარი, პრემიერმა ნიკა გილაურმა 73 ათას 789. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 98 ათას 910 ლარი.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებული არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2010 წელს შევსებული დეკლარაციები. ამიტომ უცნობია, მაგალითად, რა ოდენობის შემოსავალი მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ 2009 წელს.
2008 წლის მონაცემებით კი,  ივანე მერაბიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლის ოდენობა 49 ათას 480 ლარია, მაშინ, როდესაც იმავე წელს მისმა მოადგილე ეკა ზღულაძემ 97 ათას 483 ლარი მიიღო, აქედან 63 344 ლარი პრემია.
ზღულაძე თითქმის ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელსაც ქონებრივ დეკლარაციაში პრემიის ოდენობა აქვს მითითებული. ამ მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ ზღულაძის ყოველთვიური ხელფასი 01.01.08 დან 14.06.08  თვემდე, როცა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა,  იყო  2472 ლარი.  პრემია თვეში კი  4166 ლარი (თუკი თვეების მიხედვით საპრემიო თანხას გავყოფთ თანაბრად). 14.06.08 დან 31.12.08 თვემდე ზღულაძის ყოველთვიური ხელფასი 3217,5 ლარს, ყოველთვიური პრემია კი 9722 ლარს შეადგენდა (ამ შემთხვევაშიც საპრემიო თანხა და ხელფასი, თვეების მიხედვით, თანაბრად არის გაყოფილი).
http://netgazeti.ge/GE/15/Life/1838/%E1%83...91%E1%83%98.htm