#22907749 · 10 Dec 2010, 20:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
seriamin
QUOTE | დაგვინდე რა შეეშვი ინტელიგენციისთვის ნამუსის წმენდის მცდელობას ფაქტების უარყოფით. ყველამ კარგად ვიცით ვინ უკრავდა ტაშს ვინ არა. არავის ცოდვა არ არის დავიწყებული და არც არასეოდეს იქნება დავიწყებული
QUOTE ამ თქვენს ნაწყვეტს კი ეს ნაწყვეტი ეწინააღმდეგება და "მთელი" და ეგეთი მასშტაბები ზეგაზვიადებული ჩანს:
არ ეწინააღმდეგება, ეს მოხდა 80-წლებში და არა 90-იანებში, პარტიის დავალებას ასრულებდნენ გაკიცხეს, გალანძღეს და შეურაცხადი უწოდეს. ოქმად გააფორმეს და ხელი მოაწერეს.
კიდევ ერთხელ შეასრულეს მეფის კარის ჯამბაზის როლი |
კარგო და საყვარელო, ინტელიგენციის წევრობა რად უნდა მაგას, მთელი საქართველო (ლამის) პადხალიმობის და სიყალბის უზნეო მორევში იყო ჩართული მუდამ (არის ახლაც) და ამასთანავე სიბილწის მეტს ვერაფერს ქმნიდა (ქმნის). ეს შენი საძულველი ინტელიგენტები კი ფასეულს მაინც ქმნიდნენ რაღაცას და ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევდნენ. არც იურა მეჩითოვის უზნეობა მახსოვს მე და არც ბევრი იმისი, ვისი დისკრედიტაციაც ასე ძალიან უნდა ვიღაცას, ოღონდ ეს ვიღაცა ჩასანაცვლებელს ვერავის მთავაზობს უკეთესს ვერც ზნეობით და ვერც შემოქმედებით. რაც შეეხება კიცხვას და შეურაცხადობას, - გასაკიცხი და გასალანძღი ცოცხალ კაცს გამსახურდიასაც ექნებოდა რამე, მერე რა? ეს სიკვდილის მერე ედება ტაბუ რაღაცეებს.ან კი შეუცდომელი როგორ იქნებოდა იმ დროს ვინმე, თუნდაც გამსახურდია? - თავზე დაგვემხო ქვეყანა და ეს შეუმცდარი გენიოსების მოღვაწეობის პერიოდს გავს? სრულიად ნორმალური მოვლენაა, თუკი ვინმე აზრს გამოხატავდა ან მის სასარგებლოდ, ან მის საწინააღმდეგოდ. იყო დრო, იმავე გამსახურდიამ კამერის წინ "ჩაუშვა" თანმოძმე დისიდენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და მაინც გმირი დავარქვით. ასეა, პატიობენ ადამიანები ერთმანეთს ბევრ რამეს, მითუმეტეს საქართველოში, სადაც იდეალები, თამოყვარეობა, ზნეობა, დანაშაული, უღირსობა, უფლება, მოვალეობა ძალიან ბუნდოვანი კატეგორიებია. Olasi
QUOTE | ქართულად ნათაგმნი არის ნაგავი.. რუსულად კიდე ძაან კარგი. |
აქ უნდა შეგეკამათო: არც ყველა რუსული თარგმანია კარგი და არც ყველა ქართული თარგმანია ნაგავი. პრობლემა ყოველთვის იყო სამეცნიერო ლიტერატურა (მეტად), ვერ ითარგმნებოდა კომუნისტების დროსაც კი, ახლა ხომ საერთოდ.. ან რა მთარგმნელი ეყოფა, ან რა თანხა და ან რომელი მთარგმნელის დონე და კომპეტენცია..
|