მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყმაწვილკაცობისდროინდელი "რომანტიკული იდეა" ტეტჩერიზმი აღმოჩნდა

(ეგეთი დრო იყო

), შორს ვარ ნებისმიერი დოგმატიზმისგან, ამიტომ გუშინდელი ეთერის მონაწილეთა შემართება ადრეც მომწონდა (ფორუმიდან) და გუშინაც მომეწონა. ჩანს, რომ იციან და ესმით ის, რაზეც საუბრობენ (რაც ჩვენში იშვიათობაა) - განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც რაღაცაზე მზა პასუხის გაცემას თავს არიდებენ

- ეს მეტყველებს ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებაზე (კიდევ უფრო დიდი იშვიათობა), რასაც მე პირადად ძალიან ვაფასებ.
მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ "იციან და ესმით", სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი პრეზენტაციით ვინმეს რამეს აცნობენ და აგებინებენ. ეს არც მეტყველების და არც ხარიზმის ნაკლებობის ბრალია - ქართულსაც ვერ დაუწუნებ(ტელეჟურნალისტებისგან განსხვავებით) და ხარიზმით თუ არა, აბა, რითი გადიან ფონს

. მაგრამ... ასეთი საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმათთან, ვისაც ისედაც ესმის რაზეა საუბარი - რაღაც ბუნდოვან სიგანელებს რომ გაცვლი, მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნდე, რომ შენს თანამოაზრესთან თუ არა, ნორმალური გაგების ადამიანთან გაქვს საქმე. ახალ მომხრეებს, იმჰო, ასე ვერ მოიპოვებ. რაში ვხედავ გამოსავალს (და ეს უკვე ბ-ნ
lasha_alo-ს კითხვას ეხება ზოგადად იდეის შესახებ)?
ჩემი აზრით, უკეთესია იქნება თუ ზოგადად "იდეოლოგიის" წარმოდგენის მაგივრად ასეთი დისკუსიები რაღაც კონკრეტული საკითხების უფრო საგმობრივ და დეტალურ განხილვას დაეთმობა. მაგალითად, კარგი იქნებოდა, რომ მარქსისტებს ესაუბრათ სოციალურ უსამართლობაზე (რომელიც არა მხოლოდ ოლიგოპოლიის, არამედ საზოგადოების ბრალია), ან, მაგალითად, იგივე საინფორმაციო "დღის წესრიგის" მართვაზე მედიაში. აუდიტორიამაც უნდა გაიზიაროს ეს თემატური შეზღუდვა.
This post has been edited by CityZen on 14 Dec 2010, 11:22