სამწუხაროდ, მოყვარულის დონეზეც ვერ ერკვევით ავიაციის პრობლემებში.
დავიწყოთ იმით, რომ მომსახურება კვება ჰგონია აქ ბევრს. მომსახურებაში კი შედის რეისების რეგულარობა და სიხშირე, წამახალისებელი და შეღავათიანი პროგრამები ფრიქუენთ ფლაერებისთვის, ელეტრონული დაჯავშნის და გადაჯავშნის სისტემები, ბიზნეს ოთახები აეროპორტებში და ა.შ.
კვებას რაც შეეხება, რეგიონულ რეისებზე კვება არსად აღარაა. რეიკიავიკი-ათენის რეისზეც კი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ რეისად ითვლება და არც ნიუ იორკი-ლოს ანჯელესზე, სადაც თუ არ ვცდები, 7 საათია ფრენის ხანგრძლივობა.
ევროპული ავიაკომპანიების უმეტესობა თბილისის რეისებზე აღარ აჭმევს, რადგან თბილისი რეგიონული რეისია. მაშინ რატომ სთხოვთ ქართულ ავიაკომპანიებს ბეილისი გასვან ყანწებით? ეარ ბალტიკზე მოითხოვეთ აბა უფასო კვება, ან ვენა-ლონდონის რეისზე ან ნებისმიერ ამერიკულ კომპანიაში, თუნდაც 5-6 საათიან შიდა გადაფრენებზე. არსად არ არის კვება და თუ მაინცდამაინც გაგიხმა კუჭი, იყიდი 7 ევროდ სენდვიჩს.
ქართული კომპანიების ფინანსური პრობლემების მიზეზი სხვაა და თუ ამას რამე არ მოუხერხეს, ბოლოს ყველა კომპანია გაკოტრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართულ ავიაკომპანიებს უჭირთ ე.წ. ინტერლაინის ხელშეკრულებების მიღება. რატომ არ დაფრინავენ სქაი ჯორჯია და აირზენა სტამბულში? როგორც ვიცი, იმიტომ, რომ თურქეთის კომპანიამ არ მისცა მათ ინტერლაინი, ანუ უფლება გაყიდონ ბილეთები თურქულ რეისებზე სტამბულიდან. ინტერლაინით მგზავრს შეეძლება აიღოს აირზენაზე ან სქაიზე, მაგალითად თბილისი-სტამბული-ბარსელონის ბილეთი. აირზენათი სტამბულამდე და სტამბულიდან ბარსელონამდე თურქული კომპანიით და ეს იქნება ერთი საერთო აირზენას ბილეთი. ინტერლაინის არქონა აირზენას აძლევს უფლებას მხოლოდ სტამბულში ჩაიყვანოს მგზავრი. სტამბულში კი დიდი-დიდი 10 კაცი მიდიოდეს დღეში. რომელი სულელი მგზავრი იყიდის 2 ბილეთს ბარსელონაში ჩასასვლელად, ერთს სტამბულამდე და ერთსაც სტამბულიდან? ცხადია აიღებს თურქიშის ბილეთს, რომელიც თბილისი-ბარსელონის ერთი ბილეთია სტამბულში გადაჯდომით. ამიტომ, იძულებულები არიან ქართული კომპანიები საერთოდ არ იფრინონ იმ მიმართულებებზე სადაც ინტერლაინი არ აქვთ და დაუთმონ ეს სეგმენტი მთლიანად უცხოურ კომპანიას.
10 კაცისთვის ავიაკომპანია რეისს ვერ შეასრულებს. გარდა ამისა, საქართველოში არ არის იმდენი მგზავრი, დიდი კომპანიების მსგავსად ქართულმა გადამზიდავებმა 200 თვითმფრინავი იყოლიონ და თბილისი-ნიუ იორკი ან თბილისი-ტოკიო დღეში ორჯერ შეასრულონ.
ინტერლაინს ჟმოტავენ, ხალხს არ აქვს მოგზაურობის ფული, სავიზო რეჟიმია უმეტეს მიმართულებებზე, საკონსულოები ბევრ უარებს იძლევიან და თქვენ გინდათ თბილისიდან დედამიწის გარშემო დაფრინავდნენ ქართული კომპანიები? სასაცილოა, ქართული კომპანიებისგან რომ ითხოვენ ლუფთჰანზასნაირ პირობებს. ნუ, ზოგმა აქ სერვისი და თვითმფრინავები ლუფთჰანზასაც დაუწუნა
კიდევ კარგად დაფრინავენ ქართული კომპანიები და მადლობა უნდა ვუთხრათ სქაისაც, აირზენასაც და ყველა ქართულ კომპანიას, ეროვნულ ავიაციას რომ კიდევ ინარჩუნებენ.
This post has been edited by Sephora on 7 Jul 2011, 05:29