24 საათი 27.01.11
ჯარიმები, საურავები და მათი გასაჩივრების წესებიბოლო ხანებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები ყველაზე მეტად ავტოსაგზაო წესების დამრღვევებს შეეხო. გარდა იმისა, რომ ავტოსაგზაო წესებთან დაკავშირებით ახალი სანქციები დაწესდა, მანამდე არსებული ჯარიმები მთელ რიგ დარღვევებზე გამკაცრდა. შეიცვალა ჯარიმის გადახდის წესებიც. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების უცოდინრობამ მძღოლთა დიდი ნაწილი, გარკვეულ გაუგებრობებთან ერთად, ფინანსურ ზარალამდეც მიიყვანა.
სამწუხაროდ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დაჯარიმებული მძღოლი ფინანსურ სანქციას იმდენად უმნიშვნელოდ თვლის, რომ ხშირ შემთხვევაში, გადახდის ვადებს არ აქცევს ყურადღებას და პრობლემაც სწორედ აქედან იწყება.
ქართული კანონმდებლობა კი მცირედი ჯარიმის გადახდის დაგვიანებისას ზუსტად ისეთივე სანქციას აწესებს, როგორც სოლიდურ ჯარიმაზე.
ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში შესული ცვლილებით, მოძრაობის წესების დარღვევის დროს ადგილზე დაჯარიმებისას, საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის მანძილზე, პირი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეორე დღესვე, ჯარიმასთან ერთად მას დაერიცხება საურავი 150 ლარი. საურავის დარიცხვიდან 30 დღეში, თუ იგი ერთად არ გადაიხდის ჯარიმას და საურავს, სამართალდამცველები ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, მძღოლს სატრანსპორტო საშუალებას გაუყიდიან.
სხვა კანონდარღვევებთან შედარებით მცირედი განსხვავებაა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ დარღვევის გამოვლენისას
თუ მძღოლი 3- დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმასა და საურავს, მას 1 წლით ჩამოერთმევა ავტომობილის მართვის უფლება. თუ მართვის უფლების ჩამორთმევის პერიოდშიც არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და საურავს, მოხდება მისი ტრანსპორტის რეალიზაცია. (აქ ალბათ "აპეჩატკაა" და "30 დღე" უნდა ეწეროა, არა?

მანქანის გაყიდვის წესიც კანონმდებლობით არის დადგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, შესაძლებელია, მძღოლის კუთვნილება - რამდენიმე ათას დოლარად შეფასებული მანქანა, აუქციონზე ჯარიმის და საურავის ფასად, ანუ სულ მცირე 160 ლარად გაიყიდოს.
თუმცა, კანონი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებებს და მოვალეობებსაც იცავს. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.
ამასთან, კანონით, დაჯარიმებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდება მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. თუმცა, ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს საჩივრის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს და ვადის აღდგენა მოითხოვოს.
ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საჩივრის შეტანა აჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების ან საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებას, იქამდე, ვიდრე ამ საჩივარის განხილვა არ დასრულდება. ეს დათქმა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ჯარიმა დაეკისრა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და იგი იქვე გადაიხადა ფინანსური სანქცია.
კანონით, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას შესაბამისმა ორგანომ შეიძლება გამოიტანოს რამდენიმე სახის გადაწყვეტილება. კერძოდ, დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ; დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ; პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა იმ ორგანომ, რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 3 დღეში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.
იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებულ პირს არ დააკმაყოფილებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ამ გზით დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/news/...1-27/13451.html This post has been edited by Keisari on 28 Jan 2011, 10:11