ნიკუშა გილაურის და მისი ახვარი ლადოია პაპუნია ეკუნია ბაკურა გოგია და სხვა შტერი ბღენძი იდიოტი მუქთამჭამელა მინისტრების გასაგონად:
ირლანდიაში მინისტრებს ხელფასებს უმცირებენ
ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ბრაიან კოუენს ხელფასს შეუმცირებენ.
პრემიერის წლიური ხელფასი 14 ათასი ევროთი დაიკლებს და 214 ათასი იქნება. გარდა ამისა, ქვეყნის მინისტრები 10 ათასი ევროთი ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ. ახალი კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ხელფასები, ასევე ყოფილი სახელმწიფო მოხელეების პენსიები 12%–ით შემცირდება, თუკი ისინი 60 ათას ევროს აჭარბებს.
კანონპროექტი ჯერ სენატს, შემდეგ კი პარლამენტის ზედა პალატას გადაეგზავნება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთში ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელთა შტაბი დათანხმდა ხელფასების შემცირებას, რაც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ინიცირებული. ამ ფორმით სპორტსმენებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა გადაწყვიტეს, რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ხარჯების შემცირების მიზნით ირლანდიის ხელისუფლება სხვა ზომების გატარებასაც გეგმავს, რათა 15 მილიარდი ევროს დეფიციტი შეამციროს. ამასთან, მთავრობა საშემოსავლო გადასახადის გაზრდასაც აპირებს.
კრიზისი ქვეყანაში მიმდინარე წლის ნოემბერში გამწვავდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ირლანდია პრობლემებს დამოუკიდებლად მოაგვარებდა, თუმცა მოგვიანებით ევროკავშირის და სავალუტო ფონდის დახმარების მიღებას დათანხმდა. აღნიშნულ დახმარებას ქვეყანა 85 მილიონი ევროს კრედიტის სახით მიიღებს.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=21550&ct=14