ალექსანდრე აბდალაძე: სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის თაობაზე"ეს პრობლემები რომ გავიგოთ, სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის დედაარსს რომ ჩავწვდეთ, ამისათვის აუცილებელია წიაღსვლა ისტორიაში, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში. შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ 1918 წელს სომხეთის ხელისუფლებამ იძულებით გარეკა სომეხი ხალხი საქართველოს წინააღმდეგ ომში, ბრძოლის ველზე. თუ ასეა, მაშინ ძირითადად დამნაშავეა სომხეთის მთავრობა და არა სომეხი ერი. მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომს მხარს უჭერდა თითქმის ყველა სომეხი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა.
***
სომეხ ხელისუფალთა დაპირისპირება საქართველოსთან ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნის დასაწყისში დასტურდება. გამოჩენილი ძველი ბერძენი სწავლული, სტრაბონი გვაუწყებს, რომ არმენია, სომხეთი ამ დრომდე პატარა ქვეყანა ყოფილა, იმ ხანებში კი მისი საზღვრები განვრცობილა – სომხებს მოუხერხებიათ მეზობელი ხალხებისთვის, კერძოდ, ქართველებისთვის მიწა-წყლის წართმევა. სომხეთს მიუტაცია ქართული მხარეები – ტაო, სპერი, ბასიანი, ქვემო ქართლის ნაწილი და, შესაძლოა, სხვაც. სომხები შედგომიან ამ ძირძველ ქართულ მხარეებში სომხური ენის გავრცელებასაც. ამ მიზნით სომეხთა ნაწილი ხსენებულ ქართულ მიწა-წყალზე სახლდებოდა კიდეც.
სომხეთის მიერ ქართული მხარეების მიტაცება იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების შედეგი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ იმჟამად რომის გაძლიერებული სახელმწიფო ეომებოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ სირიის სელევკიდთა სამეფოს. ამ ომში სომხეთი რომს მიემხრო, ხოლო საქართველო, კერძოდ, იბერიის სამეფო, ტრადიციულად, სელევკიდთა მოკავშირედ დარჩა.
ომში რომმა გაიმარჯვა და მისმა მოკავშირე სომხეთმაც მეზობლების ხარჯზე საზღვრები გაიფართოვა.ქართველი ერი ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა დაკარგული მიწა-წყლის დასაბრუნებლად, ამ მიზნით, ამ მხრივ დიდ-დიდ იმპერიებსაც არ ეპუებოდა, ზღვა სისხლს ღვრიდა და სომხეთის მიერ ქართული მხარეების მიტაცებასაც ვერ ეგუებოდა."
***
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება: ოქტომბრის შეტაკებები"მკვლევარ არჩილ ჩაჩხიანის აზრით, სომხეთის მთავრობის მხრიდან ოქტომბრის ინციდენტს ჰქონდა მიზანი, ეჩვენებინა ანტანტის მოკავშირე სახელმწიფოებისათვის ერთგულება ცენტრალური ბლოკის კაპიტულაციის წინადღეებში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გზით, რომელიც იმ დროისათვის ფორმალურად გერმანიის მოკავშირეს წარმოადგენდა და საქართველოში ჯერ კიდევ მყოფი გერმანული ჯარების წინააღმდეგ 2(5). წინ გავუსწრებთ და ავღნიშნავთ, რომ ომის მოერე ეტაპი – 1918 წლის დეკემბერში – დაიწყო ბაქოში ბრიტანული ჯარების შეყვანისთანავე, რაც შესაძლებელია, არ წარმოადგენდა შემთხვევით დამთხვევას.
ამავ დროს პროფესორი რიჩარდ ოვანისიანი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის ინციდენტი იყო მხოლოდ „ქართული ძალების მოსინჯვა“ სომხეთის სამხედროების მიერ იმ მიზნით, თუ რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა სადაო ტერიტორიების სომხეთისათვის ძალისმიერი მიერთების შემთხვევაში 2(6).
აუცილებელია აგრეთვე თურქეთის როლის აღნიშვნა სომხურ-ქართული კონფლიქტის გაჩაღებაში. ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს, როდესაც ოტომანთა იმპერია ემზადებოდა კაპიტულაციისათვის, და კავკასიიდან მისი ჯარების გაყვანა იწყებოდა, ერევანში მყოფი თურქეთის გენერალმა ხალილ ფაშამ თავისთან მიიწვია რამოდენიმე სომეხი ოფიცერი და შესთავაზა მათ დაეკავებინათ არა მარტო თურქების მიერ ოკუპირებული ეჩმიაძინის მაზრის ნაწილი (ბამბაკი), არამედ აგრეთვე ლორეს ნაწილში კამენკის სამხრეთით ბუფერული ზონა.
იმავდროულად თურქეთის წარმომადგენელმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ ანალოგიური წინადადებით მიმართა ქართველებსაც.
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, სამ დღეში ლორეს ნაწილში კაპიტულაცის გამოაცხადა თურქეთმა, ხელი მოაწერა მუდროსის ზავს. შემდგომი თერთმეტი დღის განმავლობაში ომიდან გავიდნენ ავსტრო-უნგრეთი და გერმანია. პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა. ანტანტის ქვეყნების შეთანხმებით სამხრეთ კავკასია უნდა გადასულიყო დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში. ნოემბრის პირველ რიცხვებში ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის სარდალმა სპარსეთში გენერალ-მაიორმა სერ უილიამ მონტგომერ ტომსონმა, რომელიც იმ დროს კასპიის ირანის პორტ ენსელში იმყოფებოდა, გააკეთა ცნობილი განცხადებების მთელი რიგი, რომლებიც სხვასთან ერთად მოიცავდა შემდეგ პოლიტიკურ დადგენილებებს:
1. 1918 წლის 17 ნოემბრის ათსაათამდის თურქეთისა და გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ რუსეთის კავკასიის ფარგლები 1914 წლის კავკასიის სამეფისნაცვლო საზღვრებში.
2. ქალაქი ბაქო და ნავთობსარეწები და ბათუმის პორტი ექვემდებარება ბრიტანულ ოკუპაციას წესრიგის დაცვისათვის და არავითარ სხვა სამხედრო ნაწილებს არ შეუძლიათ დაშვებულ იქნენ ბრიტანული ოკუპაციის ზონაში.
3. დიდი ბრიტანეთი კავკასიას განიხილავს როგორც მისი მოკავშირის ტერიტორიის ნაწილს, თუმც არ გამორიცხავს ადგილებზე არსებულ დე ფაქტო მთავრობებთან თანაშრომლობას.
4. დიდი ბრიტანეთი მისი რწმუნებულების სახით გააკონტროლებს საერთაშორისო ვაჭრობას და წესრიგის დამცავ ორგანოებს კავკასიაში, არ ჩაერევა რა რეგიონის სხვა საშინაო საქმეებში.
17 ნოემბერს ბაქოში შევიდა პირველი ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი, 15 დეკემბერ ს კი მოჰყვა ბათუმის ოკუპაცია ოლქთან ერთად. ბრიტანეთის სარდლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში იტოვებდა კავკასიის სხვა მთავარ ქალაქებში ჯარების გაგზავნის და იქ თავისი გარნიზონის განლაგების უფლებას.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და მთიელთა რესპუბლიკის მთავრობები დიდი სიფრთხილით შეხვდნენ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მოცემულ ცვლილებებს. სომხეთში ბრიტანეთის ჯარების შემოსვლა იწვევდა ოპტიმისტურ აღტკინებას და წარმოქმნა „ბრწყინვალე მომავლის“ ახალი იმედები, სომეხი ხალხისათვის ანტანტის მაღალი წარმომადგენლების მიერ მრავალი, თუმც დაუკონკრეტებელი დაპირებებით."
ენდრიუ ანდერსენი და გეორგ ეგგე - 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეშიГУРАМ РАЖДЕНОВИЧ МАРХУЛИЯ
Армяно-грузинские взаимоотношения в 1918-1920 годахhttp://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/1918-1920/5-6/ვაჟა ფშაველა – ჰაოს და ქართლოსhttp://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/haosdaqartlos/სომხეთი-საქართველო