დასავლური პრესა - რუსეთში სოციალური აფეთქება ნაციონალიზმის საფუძველზე მოხდება
17:04 13-12-2010
დასავლური პრესა რუსეთში ნაციონალისტებსა და ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებს შორის მომხდარ შეტაკებას აქტიურად ეხმაურება .
"ვიდრე პუტინი ინგლისურად მღეროდა, მოსკოვმა და კიდევ ორი დიდი ქალაქმა ნაციონალიზმის ციებ-ცხელება გადაიტანა", _ წერს გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel. მისი ინფორმაციით, 11 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში მომხდარ შეტაკებისას 31 ადამიანი დაზარალდა, 66 პოლიციამ დაიჭირა. ინციდენტის მიზეზი კავკასიური წარმოშობის მოქალაქეების მიერ საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" გულშემატკივრის ეგორ სვირიდოვის მკვლელობა გახდა.
Der Tagesspiegelის ცნობით, ანალიტიკური ცენტრის "სოვას" ექსპერტი გალენა კოჟევნიკოვა რამდენიმე თვის წინ აკეთებდა პროგნოზს იმის შესახებ, რომ საფეხბურთო ვნებების და ექსტრემისტული იდეების შეჯახება რუსეთში საშიშ ხასიათს მიიღებდა.
"იმ ადამინებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის გამო თავს დამარცხებულად გრძნობენ, ეს შესანიშნავი პირობაა აგრესიის გამოსავლენად", _ წერს ექსპერტი გერმანული გამოცემის ფურცლებზე.
"გასულ შაბათს რასისტების დაჯგუფება მოსკოვის პოლიციას ბოთლებითა ქვებით დაუპირსპირდა", _ სტატიას ამ სათაურითThe Financial Times აქვეყნებს. "ძალადობის ფაქტებმა ულტრანაციონალისტების ძალა გამოავლინა, მათმა რიცხვამ მოსკოვის შეტაკებისას 70 ათასს გადააჭარბა. ასეთი მასშტაბის ძალადობის ფაქტები რუსეთშიც კი იშვიათია", _ ნათქვამია სტატიაში.
The New York Times კი იტყობინება, რომ ძალადობის ტალღა ისე სწრაფად გავრცელდა, რომ სიძულვილი ახლაც კი ბობოქრობს მოსკოვის ქუჩებში. ნაციონალისტმა დემონსტრანტებმა, რომელთაც სლავური წარმოშობის საფეხბურთო გულშემატკივრის მკვლელობა გააპროტესტეს, მოსკოვის ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან დგანან.
"კავკასიელების დაცვაში გამოვლენილმა პოლიციელების პასიურობამ ნაციონალიზმის ტალღის აგორებას შეუწყო ხელი", _ წერს ესპანური გამოცემა El Pais. "კადრები, სადაც პუტინი ინგლისურად მღეროდა და პიანინოზე უკრავდა სანკტ-პეტერბურგში, აშკარა კონტრასტს ქმნიდა იმასთან, რაც ხდებოდა დედაქალაქის ქუჩებში", _ წერს გამოცემის კორესპონდენტი.
El Pais რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ანდრეი ნეჩაევის კომენტარსაც აქვეყნებს.
"რუსეთში სოციალური აფეთქება თუ მოხდება, ეს დემოკრატიული კი არ იქნება, როგორც ეს 1980-იან წლებში მოხდა, არამედ ნაციონალისტურ და მემარცხენელიბერალურ საფუძველზე მოხდება", _ აცხადებს ნეჩაევი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...e-mokhdeba.html This post has been edited by ხარონი on 13 Dec 2010, 18:24