პატირიაქი კირილი - თუ ადამიანებს არ ესმით მოწოდებების, მაშინ ძალაუფლება უნდა გამოიყენო
12:26 15-12-2010
პატირიაქი კირილი - თუ ადამიანებს არ ესმით მოწოდებების, მაშინ ძალაუფლება უნდა გამოიყენო პატრიარქი კირილი რუსეთში არსებულ არეულობებს მომავალ არჩევნებს უკავშირებს .
პატრიარქის წერილი "რასისკაია გაზეტაში" გამოქვეყნდა. რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, რომ მანეჟის მოედანზე მომხდარმა არეულობამ სამი პრობლემა წამოწია წინა პლანზე. ერთ-ერთ პრობლემად კირილი პოლიტიკურ პროვოკაციას მიიჩნევს.
"ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც დაინტერსებული არიან ვითარების დესტაბილიზაციით. ამ ძალების მოქმედება შესაძლოა, 2012 წლის მოახლოებულ არჩევნებთან ერთად გაფართოვდეს. მათთვის ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი პროვოკაციები გემრიელი ლუკმაა",- ამბობს პატრიარქმა კირილმა.
მისივე თქმით, რაც მანეჟის მოედანზე მოხდა, პოლიტიკური ელფერი აქვს, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს და ხელისუფლებას გააზრებული მოქმედება მართებს.
"არ უნდა დავუშვათ, ქვეყანა 90-იან წლებში დაბრუნდეს. რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის საერთო ნაციონალური მშვიდობის შენარჩუნებაში",- წერს პატრიარქი.
პატრიარქმა მკაცრად გააკრიტიკა აქციის მონაწილეები, რომლებიც სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
"მრცხვენია იმის, რაც დედაქალაქში ხდება", - აცხადებს კირილი. კიდევ ერთ პრობლემად მან ხულიგნობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მილიციამ ხულიგნების წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს.
"თუ ადამიანებს არ ესმით მოწოდებების, მაშინ ძალაუფლება უნდა გამოიყენო", - განაცხდა პატრიარქმა კირილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/15...ივრად ილაპარაკა კირილმა
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?