კავკასიელი ვარ, აბა ბალკანელი ან ალპების მკვიდრი ხომ არ ვიქნები-ჩემს სამშობლოს კავკასიის ცენტრალური ადგილი უჭირავს მას შემდეგ რაც კავკასიის ქედი ამოიზნიქა და მერე ჰომოსაპიენსი დასახლდა ზედ. თუ აბორიგენობაზეა ლაპარაკი-ჩვენ ვართ აბორიგენები და ჩრდილოკავკასიაში ჩეჩენ-ინგუშები, ჩერქეზები და იქით ლეკები. მენტალურ კავშირს რაც შეეხება-ბევრად მეტი გვაერთიანებს ნებისმიერ ევროპელ ერთან ვიდრე ჩვენს სამეზობლოსთან, და ეს ისტორიის ჩარხის ტრიალმა გამოიწვია. თუმცა კავკასიის ქედიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს-ის როგორც გვაერთიანებდა გეოგრაფიულად, ასევე გვყოფდა ბუნებრივი (ფიზიკური) საზღვრის დონეზე. ძალიან ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, ნორმალური ხალხია, პატიოსანი და გვერდში დამდგომი, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ჩემთვის კონტაქტში შესვლა ბევრად უფრო იოლია სხვა ერთან. ინგუშები უფრო წააფერისტოები მეჩვენებიან, თუმცა ნორმალური ხალხი ჩანს. მიუხადავად ამისა - არა რა... რაღაც არსებობს მენტალური, რომელიც საზღვრად არის ჩვენს შორის.
იტალიაში რომ ვარ ხოლმე, სანამ ხალხის მეტყველებას გავიგებ ასე მგონია საქართველოში ვარ: ლაპარაკის მანერა, ჟესტიკულაცია, მიმიკები, სიარული, ჩაცმის სტილი, გარეგნობა, მანქანის ტარების სტილი
ფრანგებს აქვთ ბევრი საერთო ჩვენთან ხასიათში, ამას წლების მერე მივხვდი. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ ფრანგები ბევრად უფრო ზრდილობიანი და წინდახედული ხალხია, ერთი ხელის მოსმით არ იციან ბოღმის ნთხევა ემოციური ეპილეფსიის დროს, თორემ სხვა მხრივ რავი-იუმორი, ცხოვრებისეული ფასეულობები, მეგობრობა, გვერდში დგომა ჩვენსას ძალიან ჰგავს. მე ასე მგონია, რომ საბოლოოდ საქართველო უფრო "ფრანგული ტიპის" სოციალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ვიდრე ვთქვათ გერმანული სტილის, ან ამერიკული სტილის ქვეყნად. რავი-ასე მგონია. და ამაში ჩემი კავკასიელობა არაფრით მიშლის ხელს-პირიქით, ვამაყობ რომ კავკასიელი ვარ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. არ ვხუმრობ და არც ვპოპულისტობ-ვცდილობ გლობალურად შევხედო და ანალიზი გავაკეთო.
ჩვენ ერთადერთი სახელმწიფო ვართ კავკასიაში თავისუფალი და რეალურად ბრძოლისუნარიანი. ჩვენ 100 თავით მაღლა ვდგვართ სომხეთზე, რადგან ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, თუნდაც მისი ტერ. მთლიანობის 80% ის ფარგლებში ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლად ქმედების ბერკეტებს და ვთამაშობთ ჩვენს თამაშს. სომხებს არა აქვთ სახელმწიფო და მათი მომავალი შეიძლება ხვალ მოსკოვში მეტროსადგურ კიევთან გადაწყდეს. ეს არის რუსეთის უკანასკნელი ფორტპოსტი... არ არსებობს 2 მეზობელი ქვეყანა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს ესაზღვრებიან და ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც სომეხი და ქართველი. ეს არის 2 უკიდურესობა! აზერებს და სომხებს ბევრად უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ჩვენ.
აზერების სახელმწიფოც იგივეა-დგას საკუთარი ნავთობისა და საქართველოს ნათელი მომავლის იმედად, რადგან იციან, რომ მათი ფსევდოდემოკრატიული სახელმწიფო ბუშტივით ჩაიფუშება საქართველოს წაბორძიკების შემთხვევაში. ბევრი აღფრთოვანებული ჩამოდის ბაქოდან-მაგარი ქალაქი შენდებაო... ჩემის აზრით ბაქო აზერნაიჯანის სირცხვილია, დაახლოებით ისეთი უტვინობაა, როდესაც დაუბანელ და ავადმყოფ სხეულზე ძვირფას წავის ქურქს რომ ჩაიცმევ. ქვეყანა ჭაობში აქვთ ჩაძირული და უბრალო ადამიანის სიღატაკე აშკარად თვალში საცემია. რაღაც უმახინჯესი კორუფციული სისტემა, სადაც ერთეულები ბოგინობენ და დანარჩენებს თავზე ასაქმებენ. ამას რომ ვერ შევეგუეთ იმიტომ ვართ მუდმივ შეხლა-შემოხლაში... და მაინც-ასე მირჩევნია, მირჩევნია ვიმოძრაო და თუნდაც ბევრი ვავნო ჩემს თავს, მაგრამ ვეძიო უკეტესობა, ვიდრე მათსავით ჩავეფლო ჭაობში საიდანაც მათ გამოსავალი ეჭვი მაქვს რომ არ ექნებათ ატწლეულების მანძილზე. თუმცა არც აზერებს და არც სომხებს მე კავკასიელებად არ ვთვლი.
ჩვენ ვართ აბსოლიტურად სხვა ხალხი. კავკასიელები, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული ფასეულობებით, კულტურით და მომავლის ხედვით.
და ვაბშემც-ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ-ეჭვი არავის შეეპაროს

(მიუხედავად ჩემი ნიჰილისტური განწყობისა დრო და დრო

)