მთავარი მოსახდენები ჯერ კიდევ წინაა - ამჟამად სიუჟეტური კვანძის შეკვრის ეპიზოდზე ვართ.
ფაქტია, რომ ობამას შიდა პრიორიტეტებზე ორიენტირებული პოლიტიკა ფრუსტრირებულია და ვერცერთ მინდორზე ხელშესახები შედეგი ვერ მიიღო, რადგან დაავიწყდა ქართული ანდაზა - თევზი თუ გინდა, ფეხებიც უნდა დაისველოო

ამერიკული სტრატეგია ფორმითაც და შინაარსითაც დიდი ხანია განსაზღვრულია და ფორმისეული ვირეშმაკობები რეალურ ბენეფიტს ვერასდროს მოუტანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ საკმაოდ ნათელი თავებიც თამაშობენ ატლანტის ოკეანის გადმოღმა.
მოკლედ, აქ ყველაფერია მისი პირადი კომპლექსებით დაწყებული და ეკონომიკური მსაზღვრელებით დამთავრებული, მაგრამ მთავარი სხვა რამეა:
როგორც ჩანს პუტინის ხელმეორედ დაბრუნებაზე ანალიტიკოსები სერიოზულ გათვლებს აკეთებენ და საპირწონედ, აშშ-ს პოლიტიკურ სივრცეშიც იკვეთება ერთგვარი კოლექტიური პუტინი, რომლის მოქმედების ალგორითმი რუსულის სიმეტრიული იქნება.
შავი კაციც მიახვედრეს, რომ თეთრი სახლის ბოსტანში მიწის ჩიჩქვნა ნამეტანი თვალისდახამხამება ამბავია და თუ ნაადრევ ასაკში არ უნდა კოლორადოს რომელიმე სოფელში გენმოდიფიცირებული თალგამის მოვლა-პატრონობა მიუჩინონ სამუდამო საზრუნავად, ერთი შავი ადგილიც უნდა გაანძრიოს.
ჰოდა, ანძრევს

კოდექსი რომ აფრიალებს აქ, ბაირაღივით, ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სავსებით სარწმუნოა და ვისაც საჭიროა, საწერ მაგიდაზეც აქვს, შუშის ქვეშ ამოდებული, რომ დრო არ გაეპაროთ, რადგან ჯერ კიდევ რჩებათ ძალიან წონადი კინეტიკური ენერგია კვანძის სათავისოდ შესაკვრელად და მერე გასახსნელად.
მიმდინარე შიდაამერიკული პროცესები მხოლოდ ბიძგია მომავალი კონსტელაციისთვის და ვეჭვობ, რომელიმე ახალი ფორმაციის პოლონეთს, რუმინეთს და გერმანია-საფრანგეთს არგუმენტები ეყოთ, როცა ამერიკული მანქანა სიჩქარეს აკრეფს.
ამ პროცესებში ჩვენი რეალური როლი სტატისტსა და ბუჩქს შორის მერყეობს - ოღონდ თავის კუთვნილ და მოზომილ ადგილას და კონტექსტში.
გვითვალისწინებენ კიდეც და მოგვაფსამენ კიდეც ხანდახან, გაბრაზებულ გულზე.
უბრალოდ, ის არ უნდა გადათელონ, სანამ რეალური დრამა განვითარდება.
This post has been edited by parabola+ on 19 Dec 2010, 23:01