

”საუკუნოდ უკვდავყოფილები”
12:01 22-12-2010
საუკუნოდ უკვდავყოფილები, _ ასეთი სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "კომერსანტი" რეპორტაჟს, რომელიც მოსკოვში , "პაკლონაია გარაზე" ქუთაისში დემონტირებული "საბრძოლო დიდების" მემორიალის ანალოგის გახსნას ეხება.
ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი საზოგადოებას სთავაზობს ნინო ბურჯანაძეს გენერალ კარბიშევის სახელობის ორდენი გადაეცეს, რადგან "მთელი ცერემონიის განმავლობაში ყინვაში ფეხსაცმელებითა და თხელ წინდებში იდგა".
"პოკლონაია გარაზე ქსოვილგადაფარებული მონუმენტი ნახევრად გაშიშვლებული ქალიშვილივით იდგა. ჩანდა ორივე ჯარისკაცი, ეგოროვი და ქანთარია... როგორ მოხდა, რომ ომის ბოლო დღის ერთ-ერთ გმირი ქართველი აღმოჩნდა. კანონზომიერება უკვე მისტიკურად მეჩვენებოდა. ყურადღება მივაქციე იმას, რომ ქანთარია რამდენიმე სანტიმეტრით ეგოროვზე დაბალია, მივუახლოვდი მოქანდაკეთა ჯგუფს (აქ იდგნენ მოქანდაკე სალავატ შჩერბაკოვი და ანდრეი კოვაჩუკი) და ვკითხე, შემთხვევითია თუ არა ეს სხვაობა სიმაღლეში", _ წერს "კომერსანტის" რეპორტიორი.
"არა _ მტკიცედ მიპასუხა შჩერბაკოვმა. _ ეს ხომ თითქმის პოლიტიკური საკითხია... ეთნოსები... თქვენ გესმით, თუ ვინ უნდა იყოს სულ ცოტათი მაღალი", _ უპასუხა ჟურნალისტს მოქანდაკემ.
კოლესნიკოვი მონუმენტის შექმნის ვადებით დაინტერესდა.
"ჩვენ გინესის რეკორდების წინგში უნდა შეგვიყვანონ. ნორმალური ვადა არ დაუთქვამთ. ერთია ესკიზის დამზადება, ამას თეორიულად ერთ დღეში გააკეთებ, სხვა საქმეა მონუმენტის შექმნა. ფალკონე პეტრე პირველს 25 წელი აკეთებდა. ერთი კვირაც რომ ყოფილიყო საკმარისი, ეს მონუმენტი აქ არ იდგმებოდა", _ თქვა მოქანდაკემ.
"ამასობაში დაიწყო გახსნის ცერემონიაც. დიქტორმა მისი მთავარი მონაწილე გმირები წარადგინა _ მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, შემდეგ კი ნინო ბურჯანაშვილი. ქალბატონი ბურჯანაძე შეცბა არა იმიტომ, რომ ქარბუქმა დაუბერა, არამედ იმიტომ, რომ მიზანმიმართულად მბორგავ ქარბუქში ფეხსაცმელებით იდგა", _ წერს "კომერსანტი".
" დღეს აქ ბატონი ნაღოიდელიც არის! _ საზეიმოდ წარმოთქვა დიქტორმა.
ბატონ ნოღაიდელს ამ გაუგებრობაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
"კიდევ კარგი, რომ დიქტორმა სწორად წარმოთქვა ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის სახელი და გვარი, რომელიც მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელთან, მიხეილ ხუბუტიასთან ერთად, კინოფილმ "მოსკოვი_თბილისის" გადაღებას აპირებს", _ აღნიშნავს რეპორტიორი.
"ფეხსაცმელებში გამოწყობილი ქალბატონი ბურჯანაძე 10 გრადუსიან ყინვაში, დიდი ხანია, გაშიშვლებულად მეჩვენებოდა", _ წერს "კომერსანტის" ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...avyofilebi.htmlუნდა იცოდეთ რომ ნინომ ჩვენი გულისთვის 10 გრადუსიან ყინვას თხელ ტუფლებში და კოლგოტში გაუძლო, ის ჩვენთვის იტანჯებოდა
პ.ს. ის კეპკიანი მოხუცი ვინ არის ბურჯანაძესა და პუტინს შორის?
This post has been edited by ხარონი on 22 Dec 2010, 12:41