საგულისხმო სტატიაა, გირჩევთ წაიკითხოთ
-------------------------------------------
"Die Welt": "თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქულ-არაბულ ბატონობაზე ოცნებობს"
14:28 - 18.01.2011
erdoganiiiiiiii.jpgგერმანული გამოცემა "Die Welt"-ის შეფასებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი "თურქულ-არაბულ ბატონობაზე ოცნებობს". ასე შეაფასა "Die Welt"-ის მიმომხილველმა ბორის კალნოკმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის თურქებისა და არაბებისადმი მოწოდება, "უთანხმოებები დაივიწყონ და კავშირში გაერთიანდნენ".
როგორც კალნოკი აღნიშნავს, თურქეთის პრემიერმა, რომელიც დღეს წარმომადგენლობით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს სტუმრობს, ქუვეითში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის თაობაზე, თუ "რომელმა ზესახელმწიფოებმა შეიძლება, განსაზღვრონ მომავალში მთელი მსოფლიოს ფორმირება".
"ეს თურქეთი და არაბული ქვეყნებია, თუკი ისინი საკუთარ თავში გამონახავენ ძალას, შექმნან კავშირი, რომელიც მუსლიმანური სამყაროს ცენტრი იქნება" - განაცხადა, "Die Welt"-ის მონაცემებით, ერდოღანმა და აქვე XIX-XX საუკუნეების (როდესაც არაბული ქვეყნები ოსმანთა იმპერიის ბატონობას აუჯანყდნენ) დავების დავიწყება და იმ ისტორიული ერთობის გახსენება ითხოვა, რომელიც არაბებსა და თურქებს აკავშირებდათ.
"ეს ერთობა, პირველ რიგში, ისლამიდან, ასევე ქრისტიანი აგრესორების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლიდან გამომდინარეობს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს თურქებმა და არაბებმა ამ მიწების დაცვა შეძლეს. მომდევნო ეპოქებშიც ჩვენ დამპყრობლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოდით" - განაცხადა, "Die Welt"-ის მონაცემებით, ერდოღანმა და ამ კონტექსტში "ერზერუმის ოკუპაციაც" ახსენა.
"დღეს ამ ათასწლიანი ძმობის გაცოცხლებისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირის შექმნის დროა. ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს" - დასძინა, გამოცემის მონაცემებით, თურქმა პრემიერმა.
სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ "ერდოღანი თურქულ-არაბულ საძმოს მუსლიმანური სამყაროს ცენტრად და იმ წამყვან გავლენიან ძალად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლია, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია შეცვალოს".
"ჩვენ ერაყის, ავღანეთის და პაკისტანის ხალხების ტკივილს საკუთარ ტკივილად აღვიქვამთ. თითოეულ ამ ქვეყნაში ამერიკის სამხედრო დარტყმების შედეგად უამრავი მუსლიმანი დაიღუპა. თუკი სხეულის რომელიმე ნაწილი გტკივა, მთელი სხეული გტკივა და თუკი სასტიკად უსწორდებიან ღაზას ბავშვებს, ჩვენ ეს ისევე გვტკივა, როგორც ჩვენი ბავშვების შემთხვევაში მოხდებოდა. ღაზას პრობლემა ჩვენი პრობლემაა. იერუსალიმის პრობლემა ჩვენი პრობლემაა. სოლიდარობის საშუალებით პალესტინური პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია და ერაყისა და ავღანეთის ტკივილი დასრულდება" - განაცხადა, "Die Welt"-ის მონაცემებით, თურქეთის პრემიერმა.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ "როგორც არაბულ მთავრობებს მიაჩნიათ, ერდოღანის პოპულარობა მათ მოქალაქეებში პოტენციურად საგანგაშო ფაქტორია, მაშინ, როდესაც არაბული ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი თანამემამულეების სიყვარულით ვერ დაიკვეხნის".
"ეს ყველაფერი არადემოკრატიული არაბული რეჟიმების მხრიდან თურქეთთან ურთიერთობაში ერთგვარ სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლოა, სწორედ იმის გაცნობიერებამ, რომ ეს ეჭვები არსებობს, ერდოღანს შემდეგი სიტყვების წარმოთქმისკენ უბიძგა: "ჩვენ გულები გაგიხსენით. ჩვენ გვსურს, დავივიწყოთ წარსულის ხელოვნური დავები, ასევე ისტორიის სიცრუეზე დაფუძნებული ინტერპრეტაცია. ნურავის მისცემთ თქვენი დანაწევრების საშუალებას და ნუ ხარჯავთ ენერგიას დაპირისპირებებში", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორის ინფორმაციით, ერდოღანმა ტერორის თემაზეც ისაუბრა, რადგან ცოტა ხნით ადრე მუსლიმანმა დამნაშავეებმა ეგვიპტესა და ერაყში ქრისტიანების მასობრივი მკვლელობები განახორციელეს.
"ერდოღნამა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ისლამური ტერორი არ არსებობს, ხოლო ის, ვინც ტერორით არის დაკავებული, მუსლიმანი არ არის, რამეთუ ისლამი მშვიდობას ნიშნავს", - დასძენს ბორის კალნოკი.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?