CityZen11. Православные, где тут Кутаис?
-

12. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა რუსეთში (ხელისფლების შიგნით ან მის სიახლოვეს) რაიმე დაჯგუფება (ან ხალხის კატეგორია), რომელსაც საჭიროდ/მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია?
- "საჭიროდ" ცოტა გაუგებარი სიტყვაა. ისე რომ "необходимо"-დ მიაჩნდეს ალბათ არ არსებობს. "не плохо было бы" - ნამდვილად მოიძებნება. თუმცა სააკაშვილის დროს ეს თითქმის გამორიცხულია (დეკლარირებაც კი).
13. ვინ არიან ეს, ასე დავარქვათ, რუსი "ეროვნულ-დემოკრატები" (ვისაც რუსული სახელმწიფო სურს, და იმპერია აღარ), რომელთა არსებობაზე მანეჟის ამბების განხილვისას მიგვანიშნებდით - რამდენიმე სამოყვარულო დონის საიტის გარდა ამ იდეური მიმდინარეობის ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი.
- ვინაიდან დღეს რუსეთში იდეური ვაკუუმია, მისი შევსება შეიძლება ნებისმიერი გამართული ტექსტით. რაც მე ვიცი, ერთადერთ გამართულ ტექსტსს სწორედ ნაცდემები დებენ. კონკრეტულ ადამიანებს და ჯგუფებს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც 2 ფაქტს:
ა) რუსების საგრძნობი ნაწილი როდესაც ამ ტექსტს ხვდება იოლად უგებს
ბ) ეს ტექსტი წუთი-წუთზე გავა საჯარო ასპარეზზე.
14. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში აუცილებელია უსერიოზულესი რეფორმების გატარება უმაღლესი განათლების სფეროში (წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის რეგრესი შეუქცევადი გახდება)?
მიმაჩნია. თან არა მარტო უმაღლესისა. საშუალო განათლება უნდა იყოს ორიენტირებული საქართველსო მოსახლეობის იმ 15 %-ს გამოსავლენად რომელსაც პრინციპში აქვს უმაღლესის მიღების უნარი, თუნდაც დარჩენილი 85 % -ის დეგრადაციის ხარჯზე. რა თქმა უნდა თუ ორივეს (ეგალიტარულობა და ელიტარულობა) შეთავსების ფუფუნება არ გვიბოძა უფალმა (ვთქვათ გაზ-ნავთობის საბადოების სახით)
15. რა უნდა გაკეთდეს (ერჯერადი აქციების გარდა), რომ მთავრობა მუდმივად გრძნობდეს, რომ მისდამი ლოალური, მაგრამ უფრო თანმიმდევრული რეფორმების მსურველი საზოგადოების ნაწილი ანგარიშგასაწევი ძალაა?
- უნდა შედგეს არაპოლიტიკური (ხელისუფლების არამაძიებელი) ავტორიტეტული ინსტიტუტები: მედია, საექსპერტო თანამეგობრობა, საზოგადოებრივი ფონდები და ა.შ.
ქართული ბუნების გათვალისწინებით ეს არც ისე რთულია. ეს ხომ ამბიციების რეალიზაციის მშვენიერი ნიშაა, თან სრულიად ცარიელი. "მიდი ჩაჯექი". მიკვირს რომ აქამდე ვერ მოხერხდა.
* * *
PBero16. სასამართოლები როდის იქნება დამოუკიდებელი და რეალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას .
- არ ვიცი. ერთადერთი საპატიო მიზეზი არის მთავრობის უუნარობა დაუპირისპიროს მეტოქეს კვალიფიცირებული იურიდიული აპარატი (როცა ბრალდებულის ან სამოქალაქო დავის მეორე მხარის ადვოკატი აპრიორი უფრო ძლიერია ვიდრე სახელმწიფო მოხელე-პროკურორი). ვინაიდან ეს პრობლემა ქართულ სახელმწიფოს წესით აღარ უნდა ჰქონდეს, ანგაჟირებული სასამრთლო სრულიად მთავრობის კისერზეა და გამრთლებას ვერ ვუძებნი.
17. როდის წააგებს მერია სასამრთლო საქმეს სადაზღვევო კომპანიებთან ცუდი გზების ან სხვა მისმი მიზეზით გადახდილი საკომისიოს ამოღების მიზნით?.
- როცა ვაიძულებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას მოეშვას სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას.
18. მიმდინარე რეფორმა და საინფორმაციო ტექნოლიგიებს ფართო დანერგვა, მასზე რეალური კონტროლის (და წესების) არარსებობს პირობებში, შეუქმნის თუ არა პრობლემებს მოქლაქეეს რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვეულებრივი IT-შნიკის ხელშია
არა. აქამდეც ვიღაცის ხელში იყო, უბრალოდ ქაღალდის მატარებელზე. ერთადერთი პიროვნების ბიოგრაფია უფრო გაიხსნება საზოგადოებისთვის (ვთქვათ ვეღარ დამალავ სომეხ ბაბუას, ბოზ მამიდას ან ნარკომან ძმას და ვინაიდან 3\4-ს რაღაც ამდაგვარი აღმოაჩნდება, გაიზრდება ტოლერანტობის დონე), მეტი არაფერი.
This post has been edited by benjamen glonti on 26 Dec 2010, 15:12