მოკლედ თქვენი არ ვიცი და თემა ძალიან დროულია.....
საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმი და უიმედობა გავლენას ახდენს ფორუმზეც

ასე რომ ზემდგომის მიერ გაიცა განკარგულება, მოხდეს გადაჯგუფება და მოდერნიზება....
ვთვლი, რომ "მალაკოს" დაევალა ჩამოეყალიბებინა ზოგადი ტენდენციები (რასაც ბრჭყინვალედ გაართვა თავი)
2011 წლის მანძილზე მოხდება ზოგიერთი "ურა" მიშ-ნიკის ჩაძირვა, რათა რეალურ ცხოვრებაში გამძვინვარებული მიშრეჟიმი ფორუმზე მაინც იქნას ნაწილობრივ განეიტრალებული....
ფორუმის ფსევდო-ოპო ნიკებს მიეცემათ მეტი დატვირთვა შესაბამისად ახალი დირექტივები, იყვნენ ფროდუქტიულნი და აკურატულნი რეჟიმის ლანძღვისას... აქტიურობა გამოიჩინონ მეორეხარისხოვანი დატვირთვის მოვლენებზე და ხელისუფლებისათვის წამგებიან ტემატიკაში კი მოახდინონ თემის უტრირება და გეზის შეცვლა....
ამ მხრივ მიშ-ნიკების დაჯგუფება ხელს შეუწყობს მათ უხეში ლანძღვითა და P.S. თანხმობებით, რათა პირველთა რეიტინგი სტაბილური და შესამჩნევი იყოს...
სამწუხაროდ აქტუალობას დაკარგავენ და პატრიოტული თემატიკის მიმდევარი ნიკები....
ასევე ყურადღება მოაკლდებათ ნეიტრალური პოზიციის იუზერების თემებსაც....
ქვეყნის მმართველი რეჟიმი არ დაუშვებს საზოგადოების მოდუნებას.... არანაირი ნეიტრალური მიმდინარეობები....
მათ დღეს, როგორც არასდროს ესაჭიროებათ საზოგადოებასი რადიკალური განწყობის შენარჩუნება.... თუნდაც უარყოფითი მუხტის, რამეთუ უკონკურებტო ერთმმართველობამ ისედაც ინდიფერენტიზმში ჩააგდო საზოგადოება...

ვთვლი, რომ ფორუმ.გე შედის ვირტუალური მენტალიზმის კრიზისის ხანაში, როცა "ვსე ვიდიშეე ოკა" - რეჟიმი ცდილობს არათუ გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი, არამედ ინტელექტუალური მსჯელობის მიმართულებაც კი....
ამ მხრინ ნათლად დაინახავთ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იუზერების თემებში იდენტურობას, გარჩევებისას აზრების და მიმართულებების დამთხვევას.... ფორუმ.გე ზე განისაზღვრა კვოტა - ასე ვთქვათ თავისუფალი აზრის გამომთქმელი ნიკებისთვისაც, მათი საერთო ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 5-7%, რადგანაც მეტი პროცენტი გამოიწვევს მათი თემებისადმი მეტ ინტერესს, რაც ხელს შეუშლის სახელმწიფო მანქანის მიერ ნაკარნახევი ტემების პოპულარიზაციას.... ასევე არ ივარგებს ეგრეთწოდებული - ჯონჯოლი - ნიკების დაკარგვაც, რადგან მათი არსებობა აუცილებელია მრავალფეროვნებისათვის.
წლის სხვადასხვა პერიოდში უნდა ველოდეთ ძველი მოჰიკანი ნიკების პერიოდულ და მოკლევადიან გამოჩენებს, რათა ფორუმს არ მოაკლდეს მოულოდნელობების განცდა და ამით სეინარჩუნოს მოჩვენებითი შინაარსიანობა...
ფორუმი საზოგადოების პულსად აღიქმებოდა.... სამწუხაროდ ამ ეტაპზე პულის დაკარგვის ტენდენციაა.... რეჟიმი მის დაკარგვას არ დაუშვებს... ადრენალინის ინექციის სახით მოხდება რამოდენიმე ცნობილ პიროვნებათა ნიკების ლუსტრაცია, რამაც სავარაუდოდ ფორუმ.გეს უნდა შეჰმატოს ახალ-ახალი მომხმარებელი....
ჩემის აზრით თავისუფლად მოაზროვნე ნიკებისთვის არაფერი იცვლება...დიდი ცვლილება მხოლოდ მართვად მომხმარებლებს ელის...
ბატონი "მალაკო"-ს თემა იქნება 2011 წლის ჰედლაინი...სტარტი მიცემულია...