ეს მათთვის, ვისაც სტალინი მესია ჰგონია
Destruction of the Russian Orthodox Cathedral -- Christ the Savior, Moscow 1931 2 июня 1931 года на заседании, проходившем в кабинете Молотова, окончательно решилась судьба Храма - по личному распоряжению И.В. Сталина Храм Христа Спасителя был предназначен к сносу для строительства на его месте "главного здания страны" - Дворца Советов.
სრული ინფორმაციისთვის:
http://www.xxc.ru/destruct/index.htmამას დამატებული ყველა ის უბედურება რაც მან საკუთარ ხალხს და სამშობლოს მოუტანა, რაც დოკუმენტურადაა დასაბუთებული.
მარტო 1924 წლის აჯანყება რად ღირს. სტალინის ცნობილი სიტყვებია:
„თქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთ. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთ“ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები, გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა. 15-ათასს აღწევს, აქედან დახვრეტილები არანაკლები 5-6 ათასისა.
ქართველთა ჟლეტაში ლომის წილი მიუძღვის, აგრეთვე, საქართველოს იმდროინდელ პროკურორს – ტალახაძეს. კერძოდ, ის თაოსნობდა ზესტაფონის ჩიხში, ვაგონებში შემწყვდეული ხალხის ბარბაროსული მეთოდით ხოცვას. საქმე ის გახლავთ, რომ დახვრეტის მომლოდინე ხალხი ვაგონებიდან არ გამოდიოდა. მაშინ, ტალახაძემ ვაგონებს ტყვიამფრქვევები დაუდგა და ტყვიებით დაცხრილა. დახოცილთა სისხლი თურმე წკრიალით გასდიოდა ვაგონებს.
აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ მთელი შემადგენლობა და დახვრიტეს – მათ შორის ილიას დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი. მიაგნეს და დახვრიტეს „დამკომის“ ძირითადი შემადგენლობაც – ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი და სხვები. რადგან საბაბი მიეცათ, აჯანყებულებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, ანუ როგორც ითქვა, იმ ბრალდებით, რომ იყო თავადი, აზნაური
ანდა მღვდელი. საერთოდ, დახვრიტეს ანდა საქართველოდან ციმბირში გადაასახლეს და იქ დაასამარეს ძირითადად ელიტარული საზოგადოება.
მათ შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.
1921 წლიდან 1941 წლამდის საქართველოში დაიხვრიტა 60 ათასი ადამიანი, საქართველოდან კი გასახლებული იქნა 200 000-ზე მეტი კაცი.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სტალინი ჩამოდის საქართველოში, სადაც კი მივიდა სამთავრობო სასახლეში, უნივერსიტეტში თუ მუშებთან შეხვედრაზე, ყველგან ასეთი შეძახილებით ამკობდნენ: გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ!
ქართველი ხალხის სამართლიანი გულისწყრომით გაბოროტებულმა სტალინმა შურისძიება ასეთი სიტყვებით გამოხატა: „
საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი" (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი).