გმირთა მოედანზე სამართალდამცველების მიერ ვეტერანების აქციის დარბევასთან დაკავშირებით, "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შთამბეჭდავი სპექტაკლის მომსწრე გავხდით. ჯერ 27 დეკემბრიდან 3 იანვრამდე კანონიერი აქციის სრული იგნორირება, შემდეგ განაჩენი დარბევის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას რომ წააგავს. შემდეგ, ყველას შესაშინებლად და ყველას დასანახად დაჭერა-დაპატიმრება, როგორც ბრძოლაში გამარჯვებული ფიზიკურად რომ გაგისწორდება მოწინააღმდეგეს სანამ საბოლოოდ არ დატკბება გამარჯვების ხიბლით.
განსხვავებაც არის ჩვეულებრივი ბრძოლისაგან, სადაც დაპირისპირებული ორთავე მხარე წესების დაცვით იბრძვის. აქ ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს, სადაც იარაღი ჩვეულებრივი ტელევიზიებია და მათი საინფორმაციო გამოშვებები, ხოლო ტყვიები ამ არხებზე მომუშავე ჟურნალისტები.
შემდეგ პოლიტიკოსების ჯერი დგება. უცბად გამოძვრებიან რათა წაქცეულებს, გაჭირვებულებს თავისი პოლიტიკური განცხადებებით და შეფასებებით საბოლოოდ გადაუარონ. გაგიკვირდებათ და ვინ ლაპარაკობს, ზოგი დიდი კაცის ,,პატარა" ძმაა, ზოგი კი უბრალოდ ,,პატარა" კაცი. თანაგრძნობისა და მხარდაჭერის ნაცვლად მემორიალის წაბილწვას აბრალებენ ვეტერანებს ყველაფრის დასრულების შემდეგ. დაახლოებით ისე, როგორც ბრძოლის ველზე ხდება: ბრძოლაში დამარცხებულს, ბრძოლის ველზე თავდადებულ მიცვალებულის უსულო ცხედრებს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, უცბად ათასი სახის ჭია და მწერი, ჭიაყელა და მატლი საიდანღაც გამოძვრებიან და მიესევიან როგორც ნადავლს, რათა შეურაცხყოფილად და წაბილწულად აქციონ სულ ცოტა ხნის წინ მჩქეფარე ცოცხალი სული.
სამწუხაროდ, უფრო სწორად, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, პატივსაცემი ელჩები გარკვეული მიზეზების გამო სპექტაკლს ვერ უყურებენ და შეფასებებს არ აკეთებენ. თუმცა ამ სპექტაკლში დადებითი პერსონაჟებიც არიან. ყველაზე უფრო დიდი მოულოდნელობა დასარბევად მოსული პატრულის ქმედება იყო. მე იქ ვიხილე კეთილშობილი და კეთილსინდისიერი თანამშრომლები, კაცთმოყვარე და ჰუმანური ადამიანები, რომლებიც ადამიანობით გამოირჩეოდნენ. თითქმის ყველა, ზუსტად ისეთი სამშობლოს ჯარისკაცები, როგორებიც 18 წლის წინ გაგრა-ლესელიძის ბრძოლაში მინახავს, რომლებიც ჩემ ძმასთან ერთად დაეცნენ და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
მადლიერებით უნდა აღვნიშნო სახალხო დამცველის და მისი აპარატის ობიექტურობა. სიმართლე გითხრათ ჩემთვის მოულოდნლად და სასიამოვნოდ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოუცხადა ვეტერანებს.
კვლავ გაიმარჯვეთ. ეს უკვე მერამდენეჯერ. გამარჯვებას გილოცავთ. ალბათ საკუთარ ხალხზე მიღწეული თუნდაც ეს მცირედი გამარჯვება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. არ მჯეროდა კეთილშობილების ზღაპრის. ვუთხარი აქციის დაწყებამდე მოშიმშილეებს საკუთარი აზრი, არ დამიჯერეს. ღარიბების ,,აჯანყების" მცდელობა დამარცხდა, უფრო სწორად მათი გასაჭირის თქვენამდე მოღწევის მცდელობა, მაგრამ სიღარიბე არ დამარცხებულა. პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა.
ღორი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ არავიზე ფიქრობს და არავის ინდობს. ჭამა უყვარს, ჭამს ყველაფერს, ჭამს ყველას მაგივრად და ყველას ულუფას, ადამიანსაც ჭამს, მისგან შეჭმული ადამიანიც მინახავს, რამოდენიმე ადამიანი, თითქოს შიმშილით დამშეული ხარბად რომ შეექცევა სახეს, ყელს, კისერს, ვიდრე ბოლომდე არ გაძღება, იმიტომაც ჰქვია ღორი. გაგრის ტყეებში ვნახე ეს. დღევანდელი დაპატიმრებულებიც იქ იყვნენ, ჩემს გვერდზე და დამემოწმებიან, რომ არ ვტყუივარ. სიკვდილამდე გამყვება ეს ნანახი.
ადამიანიც ჭამს ადამიანს. რა გაეწყობა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვეტერანთა ერთ ჯგუფს აქციის ფორმა და ადგილი დაუწუნეს, ამავდროულად ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლებას პატივს სცემს. ძალიან გამიჭირდა თავშეკავება. დიდი სურვილი გამიჩნდა ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენების, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გაღატაკებულ, ალალმართალ ხალხს 400 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. მათ გაჭირვებულ ცხოვრებას ესღა აკლდა?!
ერთი თვის განმავლობაში სამართლებრივი გზით შევეცდებით, რომ ვიხსნათ თანამებრძოლები უსამართლო ხარკისგან. გამოვიჩენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და 10 იანვრიდან აუცილებლად შევხვდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
მიმდინარეობს კონსულტაციები თანამებრძოლებთან, ვეტერანთა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პატრიოტულ ძალებთან, აზრსაც გავითვალისწინებ და რჩევასაც მივიღებ. ვიფიქრებ კიდევ და შემდეგ მივიღებ სინდისის კარნახით საკუთარ გადაწყვეტილებას",-ნათქვამია გიორგი ყარყარაშვილის განცხადებაში.
პ.ს. განსაკუთრებით შლანგების გასაგონად...
სრული ტექსტია იმ კაცის,
არ მესმის რატომაა პროვოკაციული, მაგრამ რომც იყოს პრეტენზიები გიასთან.
საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, ვეტერანია და ბოლო ბოლო გენერალია. ვფიქრობ ყურადსაღებია მისი განცხადება.
განცხადება კი საინტერესოა, ვითომ იმუქრება თუ რა სურს რომ გვითხრას ავტორს?
კვლავ გაიმარჯვეთ. ეს უკვე მერამდენეჯერ. გამარჯვებას გილოცავთ. ალბათ საკუთარ ხალხზე მიღწეული თუნდაც ეს მცირედი გამარჯვება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. არ მჯეროდა კეთილშობილების ზღაპრის. ვუთხარი აქციის დაწყებამდე მოშიმშილეებს საკუთარი აზრი, არ დამიჯერეს. ღარიბების ,,აჯანყების" მცდელობა დამარცხდა, უფრო სწორად მათი გასაჭირის თქვენამდე მოღწევის მცდელობა, მაგრამ სიღარიბე არ დამარცხებულა. პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა.
მე მიყვარს sulo.