პასუხის გაცემა ამ პოსტზე რადიკალურიც შეიძლება, გონივრულიც და ტერორისტულ-ბუნტურიც.......
მაგრამ...... სახელმწიფო და სამშობლო ყოველგვარ პიროვნულზე მაღლა დგას --- მსახურებით იზომება-ფასდება.
ნამდვილად არჩეული და დანიშნულიც პასუხიმგებელია უეჭველი.
ამიტომ ვის მიმართაც იჩენენ პასუხისმგებლობას და მოვალეობას..... ამით ავლენენ --- დანიშნულია თუ არჩეულია.
ანუ ,,ხე იგი ნაყოფით იცნობის!''
გასაგებია გარემომცველი მსოფლიო პოლიტიკა,ფინანსურ-ეკონომიკური,სამხედრო ინტერესები, ინტრიგები, მტერი-მოყვარე.......
ასევე საშინაო პოლიტიკა.
აქაა სწორედ გარღვევა ერთიანობის.
მონოპოლისტურ-კლანური სისტემა და ფინანსური პირამიდა ნდობის კრიზისის საშიშ ზონაში აქცევს ყველას.
მოვალეობა და პასუხისმგებლობა ცალმხრივი კი არა ორმხრივია.
არჩეული მსახურად დგას ქვეყნისა --- დანიშნული კი მხოლოდ ,,ბოსს'' ემსახურება შერჩევითი სამართალით.
კრიზისისას ვინ დგება ხელისუფლების მხარეს?
მხოლოდ არჩეულნი ---სხვანი ,,იყიდებიან'' და გარბიან ,,წითელი ხიდებისაკენ''.
თუ არასაჭიროდ და ზედმეტად მიგაჩნიათ სოლიდარობა ორ ნაპირს შორის ხრამის ამოსავსებად და ერის ცხოვრებით ცხოვრება ---
--- შედეგებზე პასუხისმგებლობაც ასაღებია.
არავის უნდა სურდეს ის --- რასაც არ იმსახურებს რეალურად და ყოველგვარი რესურსის მართვის ბერკეტების ფლობა --- ვალდებულებებსაც აწესებს.
სახლში კი არ უნდა წავიდეს --- კეთილი ინებოს და შეასრულოს სახელმწიფოებრივი ვალდებულებები კანონიერად და ყოველგვარი
შერჩევითი სამართალის დაუშვებლობით.
ქვეყნის გაფლანგვა კი დასჯადია ხომ?
მერე?
მზითევია თუ პირადი სეიფი ან კერძო ბანკი?
თუ ბრმების სკოლაა და მხოლოდ ნაცები ხართ თვალხილულნი?
ან თქვენ გსურთ და გერგებათ სიკეთენი და სხვანი ჰაერით იარსებებენ მხოლოდ?
მინისტრად ნიშნავთ დილეტანტებს და მერე გზავნით სასწავლებლად?
უკუღმართობა რაღას ჰქვია?
უამრავი შეიძლება ითქვას......
მკაცრი რეალობა კი ბოლს სწრაფად ფანტავს......