MONTYმე გეტყვი ეხლა რა იყო და როგორ. 1990წ. 28 ოქტომბერს მოხდა საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები უზენაესი საბჭოსი. გამსახურდიას მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა და უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში. 1990წ. 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა. 1990წ. 12 დეკემბერს გამსახურდიამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც ჯერ ოსებმა გააუქმეს 1990წ.20 სექტემბერს და გამსახურდია დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.საქართველო ამ დროს იმყოფებოდა სსრ კავშირში. ჩვენ არ ვიყავით არც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არც გაეროს წევრი ქვეყანა და არაფერი. 1991წ. მარტში გამსახურდია შეხვდა ელცინს, რომელიც იყო რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. დაპირისპირებული იყო გორბაჩოვთან, რომელიც იყო სსრკ-პრეზიდენტი. ყაზბეგში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედრაციამ ცნო ამ ოლქის გაუქმება. ეს იყო მშვენიერი იურიდიული მიღწევა. ცხინვალში გამოცხცადდა საგანგებო მდგომარეობა. საქართველოს მილიცია პრაქტიკულად აკონტროლებდა მთელ რეგიონს ჯავის ჩათვლით.
რაც შეეხება აფხაზეთს. პირველად იქ სიტუაცია დაიძაბა 1989წ. ივნისში. 15-16 ივნისს დაიღუპა 19 კაცი, მათ შორის ეროვნული მოძრაობის იქაური ლიდერი ვოვა ვეკუა, რომელსაც თავში ლურსმანიანი ფიცარი ჩაარტყეს. მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება.1991წ. აგვისტოს დასაწყისში აფხაზეთში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. სიტუაცია იყო ძალიან დაძაბული და შესაძლებელი იყო ომის დაწყებაც. ამიტომ გამსახურდიამ იქ მიავლინა აკაკი ასათიანი და ლევან ალექსიძე ახალი საარჩევნო კანონის დასაწერად. საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტას ახალი კანონის მიღების შემდეგ რომელიც მოიცავდა შემდეგ პირობებს.
1. პარლამენტში იქნებოდნენ 26 ქართველი, 28 აფხაზი და 5 სხვა ეროვნების ადამიანი.
2. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა აფხაზი.
3. მოადგილე ქართველი.
4. პრემიერი ქართველი.
5. შინაგან საქმერთა მინისტრი ქართველი
6. სოხუმში განთავსდებოდა გვარდია, სოხუმის ბატალიონი.
ამ კანონით აფხაზეთის უზენაესი საბჭო საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და აფხაზეთის კონსტიტუცია ემორჩილებოდა საქართველოს კონსტიტუციას. ნებისმიერი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას უქმდებოდა პრეზიდენტის ბრძანებულებით. აფხაზეთი იურიდიულად და ფაქტობრივად იყო მთლიანად საქართველოს კონტროლქვეშ. აი შემდეგ რა მოხდა იხილე სამართლებრივ პოლიტიკურ ანალიზში
http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_15.htmlშეკითხვების შემთხვევაში გიპასუხებ.
This post has been edited by joao on 6 Jan 2011, 12:10
ნუ ჩხუბობთ ხალხო, ყველა მოვკვდებით როდესღაც . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი