ხო,
სარკოზის მივწეროთ,
მაგას ექნება გამოცდილება ჟანდარმერიის დაშლის საკითხებში

აბსოლუტურად დავცლილვართ შემოქმედებითი ნიჭისგან,
პირველი ნიშნების თეიმურაზისას გაჩნდა - პოეზიით ნაწერი პოლიტიკის,
ნუ მერე ჩვევად იქცა და ახლა აქტიური ჭკუასუსტობის გზით ვითარდება.
ახლა ვინმე რომ არ გამომიხტეს

ომებს, შეზღუდვას, სახელმწიფოს აპროტესტებს ყველა ჰუმანისტი,
უბრალოდ ნიჭიერ ხალხში ამას ტონს დიდი ხელოვნებით აძლევენ,
ხოდა ესე გამიჯნულია სფეროები, ვითარდებიან ურთიერთქმედების ფონზე,
დაიშალეთ, გაქმდით, დავიხოცოთო და მსგავსი დურაკული გამოხტომებით არ ღვივდება პროტესტი,
პირიქით დეპრესიული ფონი მწვავდება, მოთხოვნის აბსურდულობის და განუხორციელებლობის გამო.
მოკლედ: ჩემო გაწვალებულო გაბრაზებულო რამდენიმე მილიონო, დაამუშავეთ ეს თქვენი ენერგია
შექმენით რაიმე კარგი, ნამდვილი და იმით აპროტესტეთ, იპოვეთ ნიშა თუ გაქვთ ნიჭი,
ნუ ბორგავთ პოლიტიკაში პოეტური მესიჯებით, ვნებს ეს პოეზისაც და პოლიტიკასაც,
არ გვინდა ბატონო მეფე თეიმურაზი,
არა.