აჰა მაშინ ბრმა თუ ხარ, ვინმემ წაგიკითხოს:
(ლინკები იგივეა)
თურქეთის ქართველობის დახასიათება
თურქეთის ქართველობა ძირითადად თავმოყრილია ქ. სტამბოლსა და მარმარას რეგიონში მდებარე ბურსას, ადაფაზარის, ქოჯაელის, ბოლუს, ამასიის, თოკათისა და ბალიკესირის ოლქებში.
თურქეთის ქართველობის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები
ქ. სტამბოლი
თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი
ფონდის მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედიან თურქეთის ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები: ისმეთ აჯარი, სამი სეჩკინი, ერგუნ ათაბაი, ისმეთ დინდარი, ალი იჰსან აჰისქალიოღლუ, სიმონ ზაზაძე, პოლ ზაზაძე, ალი გუნდუზი, ალი ნიჰათ გოქიითი. მაჭახელას განათლების, კულტურისა და თანადგომის ფონდი:
საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოება: თავმჯდომარე _ ალი რიზა ალთუნელი.
სტამბოლის ხალხური სიმღერის ანსამბლი `ქაფდაღი~ დამაარსებელი და ხელმძღვანელი იბერია ოზქანი (მელაშვილი).
ქართული კულტურის საზოგადოება დაარსდა 2008 წელს "ქართული კულტურის საზოგადოებაში" გახსნილია ქართული ენის შემსწავლელი კურსები.
ქ. ბურსის ბათუმელთა კულტურისა და ურთიერთდახმარების საზოგადოება:
ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოება: მმართველი საბჭოს თავმჯდომარე: მეჰმეთ ნური ტაიარი (მამია დუმბაძე).
იზნიქის ბათუმელთა კავკასიური კულტურისა და თანადგომის საზოგადოება: დაარსდა 1991 წელს. მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა იბრაჰიმ შენერი
თურქეთის ქართველობის საინფორმაციო რესურსები
თურქეთის ქართველობის პირველი ბეჭდური ორგანოს ჟურნალ `ჩვენებური~-ს გამოცემა დაიწყო 1977 წელს, შვედეთში, ქ. სტოქჰოლმში, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის აჰმეთ ოზქანის (მელაშვილი) ძალისხმევით.
თურქეთის ქართველობის ინტერნეტ საიტ "ჩვენებურების"
http://chveneburi.net(რედაქტორი ერდალ ქუჩუკი) მეშვეობით ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე ვრცელდება თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობისა და კულტურული მოვლენების ამსახველი მასალები. აღსანიშნავია აგრეთვე ინტერნეტ საიტი www.genatsvale.net (რედაქტორი) მურატ შაჰინი.
მაუწყებლობა დაიწყო ინტერნეტ რადიომ "რადიო ჩვენებური", სადაც დიდი ადგილი ეთმობა ქართულ სიმღერებს.
ლაზები
პოლიტიკა
რესპუბლიკური თურქეთის პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალმა ლაზმა მიაღწია წარმატებას. როგორც ამბობენ, თურქეთის მეხუთე პრეზიდენტი ჯევდეთ სუნაი (Cevdet Sunay - 1899-1982) ტრაპიზონელი იყო, რომელსაც სამოციანი წლების დასაწყისიდან ჯერ შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1966-73წწ. ქვეყნის პირველი პირი იყო.
ამ პარტიის ლიდერს მამით გურჯს, დედით ლაზს რეჯეფ თაიფ ერდოღანს (დაბ. 1957წ.) დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკავია. უფრო ადრე მას ქ. სტამბოლის მერის თანამდებობაც ეკავა. რ. ერდოღანი არ მალავს თავის ქართველობას (მამა ართვინელი იყო, რიზეში გემის კაპიტანი). მემარჯვენე პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის აღსანიშნავია ასევე 1947წ. სტამბოლში დაბადებული რიზელი მესუთ ილმაზი,
თურქეთის მემარცხენე პოლიტიკური პარტიებშიც არაერთი ლაზური წარმოშობის მოღვაწემ მიაღწია წარმატებას. უფროსი თაობის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის აღსანიშნავია მუმთაზ სოისალი (დაბ. 1929წ. ქ. ზონგულდაკში).
თურქეთის დედაქალაქ ანკარის (4მლნ. სემეტის) ერთ-ერთი რაიონის გამგებელია - ლაზი ქალი, გვარად ხალვაში.
ბიზნესი
თურქეთის ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ლაზი ბიზნესმენები.
ტრაპიზონელი ულუსოების (Ulusoy) საქმიანობა განსაკუთრებით სატრანსპორტო (სამგზავრო და სატვირთო) სფეროშია ცნობილი, რომელთაც მთელი თურქეთის მასშტაბით აქვთ საკუთარი სააგენტოები. ამ ფირმის ავტობუსები ამ თხუთმეტიოდე წლის წინ საქართველოშიც გამოჩნდნენ, მაგრამ იმ დროს ჩვენი ქვეყნის გზებზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო შეწყვიტეს საქამიანობა. განსაკუთრებით ბევრია სამშნებელო სექტორში დასაქმებულ ლაზურ ფირმათა რიცხვი. ამ სფეროში აღსანიშნავია ჩარმიქლების მოღვაწეობა. ფირმა "ნუროდის" გამგეობის წევრი ნურეთთინ ჩარმიქლი (Nurettin çarmikli, დაბ. 1934წ.), რომელიც გარდა მშნებლობისა, წარმატებით მოღვაწეობს სამხედრო მრეწველობაში, ტურიზმში. საქართველოს საპატიო კონსული ნ. ჩარმიქლი, რომელსაც ქვეყნის გარეთ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს (საუდის არაბეთი, ისრაელი, ერაყი), ამჟამად ბათუმში სასტუმრო "შერატონს" აშენებს (უკვე ააშენა)
განათლება
-------------------------------------------------
მეცნიერება, კულტურა
====================
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონებზე ამ ქვეყნის ნაკრებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია 2002წ. იაპონიაში, როდესაც მთავარი მწვრთნელი, ისევე როგორც თურქული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იყო ლაზი - ტრაპიზონელი შენოლ გიუნეში.
როგორც ამბობენ, ასევე დიდი წარმატებით მუშაობს ჯერ "გალათასარაის", ხოლო ამჟამად ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთელი ფათიჰ ტერიმი - ლაზი.
This post has been edited by Judas Iscariot on 6 Jan 2011, 16:48