გგონია ეს ქართულად დაწერე?

პირველ რიგში, კალკებით წერას უნდა გადავეჩვიოთ, ეს განსაკუთრებით ძალოვან სამინისტროებს და ზოგადად მთავრობას ეხება, ყველა ჩინოვნიკი ასეთი ჩახუჭუჭებული, რუსული კალკებით მეტყველებს დღეს.
უნდა იქნას შენარჩუნებული - არა,
სწორია - უნდა შენარჩუნდეს
მოახდინა გასროლა - გაისროლა
მოხდეს გავრცელება - გავრცელდეს
ცალკეულ სიტყვებზე მეტად ეს ანაგვიანებს ენას, უცვლის ინტონაციას, მელოდიას, ფერს და გემოს

უცხო სიტყვების შემოსვლას ვერავინ დაუდგება წინ, მაგრამ სიტყვებს და საჭიროებას გააჩნია - როცა გაქვს "შინაარსი", სასაცილოა ცდილობდე დაამკვირდო - ქონთენთი...
everything...